სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმირა სურნელი უნდა იგრძნოთ? - ხუთი არომატი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების ამოცნობაში...

რა სურნელი უნდა იგრძნოთ? – ხუთი არომატი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების ამოცნობაში დაგეხმარებათ

სამწუხაროდ, მედიცინას ჯერ არ ძალუძს დემენციის მკურნალობა, მაგრამ რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი და დაიწყება თერაპია, მით უფრო მეტხანს შეძლებს პაციენტი ნორმალურ ცხოვრებას და მით უფრო გვიან გამოჩნდება ყველაზე მძიმე სიმპტომები.

რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ჩვეულებრივი სუნამოს ბოთლი დაგეხმარებათ დაავადების ადრეულ დიაგნოზში.

American Geriatrics Society-ს ჟურნალმა გა­მოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ადასტურებს, რომ დემენციის ადრეულ სტადიაზე პაციენტები კარგავენ გარკვეული არომატების ამოცნობის უნარს.

ექსპერიმენტის მონაწილეებს (57-დან 85 წლამდე ასაკის 3000 მოხალისეს) სთხოვეს ეყნოსათ და ამოეცნოთ სხვადასხვა სურნელის სპეციალური მარკერების სუნი. შედეგად, სუბიექტების 78% სწორად ცნობდა ხუთიდან ოთხ სურნელს. თუმცა დაახლოებით 14%-მა ამოიცნო ხუთიდან მხოლოდ სამი, 5%-მა მხოლოდ ორი სუნის დასახელება შეძლო, 2%-მა კი დაასახელა ერთი.

ხუთი წლის შემდეგ მკვლევარმა ჯგუფმა შეამოწმა მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თითქმის ყველა სუბიექტს, რომლებმაც ვერ ამოიცნეს ერთი სუნიც კი, დაუსვეს დემენციის დიაგნოზი, ხოლო მათგან თითქმის 80%, ვისაც შეეძლო მხოლოდ ერთი ან ორი სუნის ამოცნობა, ასევე განიცდიდა დემენციას.

ექსპერიმენტის ავტო­რები დარწმუნებულნი არიან, რომ ყნოსვას მჭიდრო კავშირი აქვს ტვინის ფუნქციონირებასა და ჯანმრთელობა­სთან და, დიდი ალბათობით, სწორედ ეგრეთ წოდებული ყნოსვის ბოლქვები ხდება დემენციის პირველი მსხვერპლი – მანამდეც კი, სანამ გამოჩნდება უფრო ცნობილი სიმპტომები, როგორებიცაა: მეხსიერების დაქვეითება და სივრცითი სირთულეები.

რა სურნელი უნდა იგრძნოთ?

ექსპერიმენტის მონაწილეებს შესთავაზეს ხუთი არომატი:

თევზის სუნი;

პიტნის სუნი;

ვარდის სუნი;

ფორთოხლის სუნი;

ტყავის სუნი.

რა თქმა უნდა, ამ არომატების ტესტი ექიმთან სრულ კონსულტაციას ვერ შეცვლის.

მაგრამ თუ შეამჩნიეთ, რომ ყნოსვა გაგიუარესდათ, შესაძლოა ღირდეს ნევროლოგთან ვიზიტი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დროა, საზოგადოება კანაფის მოხმარების რისკებზე კარგად დაფიქრდეს - მარიხუანის მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ორჯერ ზრდის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights