სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროკონგრესის მთავარი მიზანი მედიცინაში თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, მონაწილე ქვეყნების...

კონგრესის მთავარი მიზანი მედიცინაში თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაცვლა და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობაა

მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.

უწყების ხელმძღვანელმა, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ქემალ მიმისოღლუს მიწვევით კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონგრესის მთავარი მიზანი მედიცინაში თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაცვლა და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობაა. ღონისძიება ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სხვადასხვა სამედიცინო სისტემების ინტეგრაციის პროცესში მიღწეული შედეგების განხილვას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოსთვის მსგავსი ფორუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ქვეყნის ჩართულობას გლობალურ დისკუსიებში და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებას.

აღნიშნული კონგრესი თურქეთის რესპუბლიკის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის და ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა, მეცნიერებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ეპოქა შექმნა - მისი გარდაცვალება, უდიდესი დანაკლისია თითოეული კოლეგის, დარგის წარმომადგენლისა და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights