ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისამინისტროკლინიკა დასავლეთ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სერვისებითა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს

კლინიკა დასავლეთ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სერვისებითა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დაწესებულებაში სრულად გარემონტდა ემერჯენსი, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებები, აღიჭურვა თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით.

ახლადრეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მისი განცხადებით, კლინიკა დასავლეთ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სერვისებითა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა კლინიკამ მიიღოს შესაბამისი ნებართვა და სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება.

კლინიკაში მინისტრთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი იმყოფებოდნენ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „პროგრამა ჩვეულებრივ ფორმატში გაგრძელდება და მისი შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საფუძველს მოკლებულია“ - მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights