ტინიტუსი – ხმაური და შუილი ყურებში
ტინიტუსი ანუ ხმაური და შუილი ყურებში ე.წ. კრისტალების გადაადგილება და სმენის უეცარი დაქვეითება –
რა კავშირშია ყურში კრისტალების გადაადგილება თავბრუსხვევასთან, ყურში შუილსა და ხმაურთან?
„ტინიტუსს უწოდებენ აღქმის გაუკუღმართებას, ეს არის ფანტომური ხმა, რომელიც გვესმის მხოლოდ ჩვენ აკუსტიკური გამღიზიანებლების გარეშე ანუ ბუნებაში არ არის ხმაური დაჩვენს თავში აღმოცენდება. ის ხშირად არის დაკავშირებული სმენის პრობლემებთან და ზოგადად, ყურის დაავადებებთან 90 პროცენტი. შეიძლება დაიწყოს ბანალური მიზეზით. მაგალითად, გოგირდოვანი საცობის არსებობით, თუმცა ეს მარტივად მოსაგვარებელია. თუმცა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარეთა შუა და შიგნითა ყურის პათოლოგიებთან. აღსანიშნავია შიგნითა ყურის სენსო-ნევრალური აპარატის დაზიანებით გამოწვეული, სენსო-ნევრალური სმენის დაქვეითების შემთხვევები, რომელიც ძალიან დიდ პროცენტში იწვევს ტინიტუსის აღმოცენებას,
ტინიტუსი განიხილება როგორც აისბერგის წევრი, რადგან მის გარშემო მოიაზრება ძალიან ბევრი პრობლემა.უნდა ჩატარდეს დიპ-დიაგოზტიკა. „ემერაი“ შესაძლოა ყველა პრობლემას ვერ ხვდებოდეს, ამიტომ უნდა გაკეთდეს კატე-ტომოგრაფია, სისხლის ანალიზი და ა.შ. უნდა შეფასდეს სმენა.
ძალიან დიდი ფაქტორია სტრესი. არსებობს სტრესთან შეჭიდული ტინიტუსი, რომელსაც უწოდებენ სტრესულ ხმაურს, რომელიც ყურში გვესმის“ – განაცხადა ექიმმა-ნეიროოტოლოგმა ეკატერინე ხარხელმა „იმედის“ გადაცემაში რუბრიკაში „დიეტა +“ ქეთი ასათიანთან ერთად.
ეკატერინე ხარხელის თქმით, კრისტალები ჩვენ გვჭირდება წონასწორობის დასაცავად.
ექიმმა ისაუბრა სმენის დაქვეითების გამომწვევ მიზეზებზეც.
„არსებობს სმენის ასაკობრივი დაქვეითება, სმენის დაქვეითება 40 წლის შემდეგ. არსებობს საინტერესო ფენომენი, სმენის უეცარი დაქვეითება, რომელსაც არაფერი არ აპროვოცირებს.
პაციენტები ამბობენ, რომ გაიღვიძეს და ცალ ყურში სმენა არ აქვთ. ჰგონიათ, რომ ეს გაივლის და აგვიანებენ ექიმთან ვიზიტს. ეს არის ისეთი პათოლოგია, რომელიც სწრაფ, გადაუდებელ რეაგირებას და დახმარებას მოითხოვს. ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა დაავადება ყალიბდება 72 საათში, თუ სწრაფად არ ჩაერიე, დაიწყება შეუქცევადი ცვლილებების განვითარება ყურში და სმენა აღარ აღდგება…“- ამბობს ეკატერინე ხარხელი.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში.
#აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi