ახალშობილები ინფიცირდებიან დაავადებული დედის სამშობიარო გზის გავლის შედეგად

0
140
ახალშობილები ინფიცირდებიან დაავადებული დედის სამშობიარო გზის გავლის შედეგად

გ ო ნ ო რ ე ა

გონორეა მაღალინფექციური დაავადებაა, რომელიც გადაეცემა სქესობრივი გზით. იგი აზიანებს, პირველ რიგში, იმ სასქესო ორგანოებს, რომლებიც ამოფენილია ცილინდრული და ჯირკვლოვანი ეპითელიუმით (ურეთრა, ცერვიკალური არხი, სწორი ნაწლავის ქვედა არხი, თვალის კონიუნქტივა და ა.შ.). ლორწოვანის ეპითელიუმი, წარმოდგენილი ბრტყელი ეპითელიუმით (საშო, ვულვა), კანი პათოლოგიურ პროცესში იშვიათად ერთვება. ამასთან საშო და ვულვა ბავშვთა ასაკში საკმაოდ მგრძნობიარეა გონოკოკური ინფექციის მიმართ.
როგორც წესი, გონორეა გადაეცემა სქესობრივი (ჩვეულებრივი პირდაპირი გზა) და ზოგჯერ არაპირდაპირი გზით (საერთო საწოლი, ღამის ქოთანი, პირსახოცი, სამედიცინო ინსტრუმენტები და ა.შ.). საყოფაცხოვრებო გზით (საერთო ტუალეტის საგნებით) ინფექცია გადაეცემა 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში. ახალშობილები ინფიცირდებიან დაავადებული დედის სამშობიარო გზის გავლის შედეგად.
გონორეის სოციალური მნიშვნელობა განპირობებულია ავადობის მაღალი დონით, ხშირი გართულებებით და დემოგრაფიულ მაჩვენებელზე არასასურველი გავლენით, რაც საგრძნობლად ზრდის ქალისა და მამაკაცის უშვილობის სიხშირეს.
ჩვენს დროში გონორეის მაღალი გავრცელება განპირობებულია, როგორც გამომწვევის თავისებურებებით (კერძოდ, ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობით, რაც გამოწვეულია მათი უკონტროლო გამოყენებით თვითმკურნალობის შედეგად), ასევე სოციალური ფაქტორებით:
– დემოგრაფიული ცვლილებები, რაც არის განპირობებული მოსახლეობის ახალგაზრდა ასაკის, მათ შორის მარტოხელა პირების სიმრავლით, განქორწინების სიხშირის ზრდით; სქესობრივი ცხოვრების პერიოდის გაზრდით;
– სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები (ქალაქის მაცხოვრებლების ზრდა, თავისუფალი დროის მატება, საერთაშორისო ტურიზმი…);
არადამაკმაყოფილებელი ეკონომიკური პირობები: უმუშევრობა, მატერიალური ხელმოკლეობა, სამკურნალო პრეპარატების ხელმიუწვდომლობა, მათი მაღალი საფასურის გამო…;
– საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების საქსუალური ორიენტაციისა და ქცევის თავისებურებანი (ნარკოტიკული და ალკოჰოლური საშუალებების გამოყენება, პროსტიტუცია, ჰომოსექსუალიზმი, მაღალი რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები.
დასნებოვნების წყარო არის გონორეით დაავადებული ადამიანი, რომელმაც არ იცის ინფექციის არსებობაზე, ხშირი უკონტროლო და დაუცველი სქესობრივი კავშირი , სქესობრივი პარტნიორების ცვლა. ინფექციისათვის ხელსაყრელ პირობას წარმოადგენს ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურება (ურეთრის განიერი გარეთა ხვრელი, ეპი- და ჰიპოსპადია…). დასნებოვნების რისკის მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალგაზრდა ასაკი (გონორეით დაავადებულთა 80% – 15-დან 29 წლამდე ასაკის პირები), რაც დაკავშირებულია სქესობრივი ცხოვრების მაღალ აქტივობასთან, სოციალურ-ეკონომიკურ არასტაბილურობასთან და ა.შ.
გონორეის გამომწვევია Neisseria gonorrhoeae, რომელიც აღმოჩენილ იქნა 1879წ. ა. ნეისერის მიერ. ოჯახი neisseriaceae გვარი gonorrhoeae წარმოადგენს გრამ (-) დიპლოკოკს, რომლის სიგრძე არის 1,25-1,6მკმ და 0,7-0,9მკმ სიგანე, აქვს ყავის მარცვლის ფორმა, პირისპირ შეზნექილი მხარეებით. გონოკოკს აქვს სამშრიანი გარეთა მემბრანა, ციტოპლაზმატური მემბრანა, ციტოპლაზმა რიბოსომებითა და ბირთვული ვაკუოლით. თავისთავად გონოკოკები უჯრედში განლაგებული არიან ჯგუფურად. ვირულენტური გონოკოკები გარეთა მემბრანის ზედაპირზე შეიცავენ პილების ძაფებს, რის მეშვეობითაც მჭიდროდ ემაგრებიან ეპითელურ უჯრედებს. პილებს აგრეთვე მიაწერენ გენეტიკური ინფორმაციის გადაცემის უნარს. გონოკოკებს შეუძლიათ გადავიდნენ პილირებული მდგომარეობიდან არაპილირებულ მდგომარეობაში და პირიქით, იმის და მიხედვით, განიცდის თუ არა პილების გენის ექსპრესიას, რაც თავისმხრივ რეგულირდება სხვადასხვა ტიპის გონოკოკების პროტეინებით.
გონორეის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს ერთი დღიდან ერთ თვემდე,შერეული ინფექციების დროს შეიძლება იყოს მეტიც. (საშუალოდ კაცებში 3-4 დღე, ქალებში ენდოცერვიტის სიმპტომები დგება 10 დღეში). შერეული ინფექციიის დროს ინკუბაციური პერიოდი იზრდება. გონოკოკური ინფექცია ვრცელდება შარდ-სასქესო ტრაქტის მეშვეობით: უკანა ურეთრაში, პროსტატაში, სათესლე ბუშტუკებში, სათესლე დანამატზე, ფალოპის მილებზე, საკვერცხეებზე და ა.შ. დასაშვებია, აგრეთვე, რეტროგენულად ინფექციის შეტანა საშვილოსნოსა და სათესლე დანამატში, საშვილოსნოს ან თესლის გამომტანი სადინრის ანტიპერისტალტიკური მოძრაობის შედეგად. იშვიათად ხდება ჰემატოგენური დისემინაცია გონოკოკების ტრანზიტორული გონოკოკემიით ან გონოკოკური სეფსისით, რაც გამოვლინდება გონოკოკური სეპტიცემიითა და სეპტიკოპიემიით.
გონოკოკს მოძრაობის უნარი არ გააჩნია. იგი ვრცელდება ლიმფის, სისხლის, სპერმატოზოიდებთან მიერთების, მენსტრუაციის (მენსტრუაციის დროს უფრო იოლი ხდება უჯრედშიდა შეღწევა), მექანიკური გადაადგილების შედეგად.
როდესაც გონოკოკი მოხვდება სისხლში, კილერ ფაქტორების მიერ ხდება მათი დახოცვა, თუ დახოცვა არასრულია იწყება გონორეული სეფსისი.
არსებობს ცნება – დისემინირებული გონორეული ინფექცია, რომელშიც ყველაზე ხშირად გვხვდება ართრიტი და ტენდოსინოვიტი.
არჩევენ: ახალ გონორეას (2თვემდე), რომელიც მიმდინარეობის მიხედვით იყოფა შემდეგ სტადიებად: მწვავე, ქვემწვავე და ტორპიდული (მცირესიმპტომური), ქრონიკული (2თვეზე მეტი ხანგრძლივობის), რომელიც ხშირად მიმდინარეობს ტორპიდულად და მწვავდება მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებით, და აგრეთვე ლატენტური გონორეა, რომლის დროსაც გონოკოკების ლორწოვან გარსზე არსებობა არ იწვევს ანთებით რეაქციას.
გონორეა მამაკაცებში – კაცებში გონოკოკმა შეიძლება გამოიწვიოს წინა და უკანა ურეთრიტი, ორხიტი, ეპიდიდიმიტი და პროსტატიტი. ახალი მწვავე წინა გონორეული ურეთრიტი ხასიათდება მჭრელი ტკივილით მოშარდვის დაწყებისას, უხვი ჩირქოვანი გამონადენით მოყვითალო ან მოყავისფრო ფერის რომელიც სვრის თეთრეულს, ურეთრის ბაგეების შეშუპებით და ჰიპერემიით, შარდსადენის არხის დაკიდული ნაწილის მტკივნეულობით, შარდი არის მღვრიე ჩირქის გამო შარდის პირველ პორციაში. მკურნალობის გარეშე 3-10 დღეში მწვავე ურეთრიტი გადადის ქვემწვავეში, რომლის დროს ნაკლებად არის გამოხატული ქავილი, მჭრელი ტკივილი მოშარდვისას, არა უხვი, უპირატესად დილის სეროზულ – ჩირქოვანი გამონადენი, ურეთრის ბაგეებზე ნაკლებად არის გამოხატული ჰიპერემია და შეშუპება. ტორპიდული ურეთრიტი მოდის ქვემწვავე ურეთრიტის შემდეგ, ან როგორც ქვემწვავე მიმდინარეობს თავიდანვე. ახალი მწვავე ტორპიდული ურეთრიტის დროს გახშირებულია მოშარდვაზე მოთხოვნილება, მჭრელი ტკივილი არის უკვე მოშარდვის ბოლოს, ტერმინალური ჰემატურია, ხშირი მტკივნეული ერექციები და პოლუციები, ჰემოსპერმია; შარდი არის მღვრიე.
ახალ ქვემწვავე ან ტორპიდული პროცესის დროს ეს სიმპტომები ნაკლებად არის გამოვლენილი ან საერთოდ არ არის. ქრონიკული გონორეული ურეთრიტი მიმდინარეობს ტორპიდულად ან ასიმპტომურად (3 თვის შემდეგ – 95% ავადმყოფებში).
გონორეა ქალებში ხასიათდება მრავალფეროვანი და ხშირად ასიმპტომური (სანამ არ განვითარდება – მცირე მენჯის ორგანოების ანთება) მიმდინარეობით. ამიტომაც მხოლოდ 10-20% ქალების მიმართავენ ექიმს დამოუკიდებლად, დანარჩენი მკურნალობენ პროფილაქტიკის ან გართულების შედეგად.
ურეთრიტი – გამოვლინდება გონორეით დაავადებული ქალების 90%-ში, ხოლო მწვავე ურეთრიტის დროს ავადმყოფები უჩივიან მოშარდვის დროს წვასა და ტკივილს, გახშირებულ შარდვას (ურეთროცისტიტი); ურეთრის ბაგეები ჰიპერემიულია, შეშუპებულია, ურეთრის კედლები ცომის კონსისტენციისაა, მისი მასაჟის შედეგად გამოდის ჩირქის წვეთი. ახალი ტორპიდული ან ქრონიკული გონორეული ურეთრიტის დროს, სუბიექტური გამოვლინებები, როგორც წესი, არ აღენიშნებათ. ურეთრაში შეიძლება ისინჯებოდეს ინფილტრაცია. შეიძლება იყოს არაუხვი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ურეთრის გარეთა ხვრელიდან.
ვაგინიტი – საშოს ყელის ანთება, აღენიშნებათ ორსულებს, ქალებს მენოპაუზის დროს და გოგონებს (ვულვო-ვაგინიტი). მწვავე სტადიაში აწუხებთ უხვი გამონადენი, წვა და ქავილი, საშოს გარსი შეშუპებული და ჰიპერემიულია, განსაკუთრებით ტორპიდული ან ქრონიკული პრიცესების დროს, კლინიკური გამოვლინებები მცირეა ან საერთოდ არ არის;
ენდოცერვიციტი – საშვილისნოს ყელის ანთება. ყველაზე ხშირი გამოვლენაა ქალთა გონორეის; მწვავე პროცესის დროს არის თეთრად შლა, საშოს საშვილოსნოსკენა ყელის ნაწილი შეშუპებული და ჰიპერემიულია, ცერვიკალური არხიდან არის ლენტისმაგვარი გამონადენი, ირგვლივ არის ღია წითელი ეროზია; ქრონიკული პროცესის დროს საშვილოსნოს ყელი ადვილად სისხლმდენია, საშვილოსნოს ყელი გასქელებულია, მის ზედაპირზე ფორმირდება ცირკულარული ფოლიკულური ეროზია, ჩანს ყელის ჯირკვლოვანი კისტები, ხოლო გამონადენი არაუხვია;
ბართოლინიტი – დიდი ვესტიბულური ჯირკვლების ანთებაა, ხშირად არის ორმხრივი, ანთება შეიძლება შემოსაზღვრული იყოს მხოლოდ გამომტანი სადინრით, ვრცელდება ჯირკვლის სანათურზე ან მის ფარგლებს გარეთ. მწვავე პროცესის დროს ჯირკვლის სადინარი პალპაციისას არის მტკივნეული, მოგრძო ცომისმაგვარი კონსისტენციის სახით. ხელის დაჭერისას გამოდის ჩირქი. დინების დარღვევის შედეგად ვითარდება რეტენციული კისტა ან ცრუ აბსცესი.
გონორეის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება
– ბაქტერიოლოგიური,
– ბაქტერიო-სკოპიური,
– პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციის მეთოდები

  ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ