პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარისამინისტროშეხვედრაზე, ექიმების პროფესიული გადამზადების პროგრამები განიხილეს

შეხვედრაზე, ექიმების პროფესიული გადამზადების პროგრამები განიხილეს

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სემელვეისის სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს, რაც სამეცნიერო კვლევებში ერთობლივ მონაწილეობას, სპეციალისტების გადამზადების პროგრამების გააქტიურებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანეგვას მოიცავს. შეხვედრაზე, ექიმების პროფესიული გადამზადების პროგრამები განიხილეს.

„შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს გავაღრმავოთ ურთიერთობები უნგრეთთან, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ხელი შევუწყოთ ბავშვთა ონკოლოგიასთან დაკავშირებულ ინიციატივებს,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეხვედრას სემელვეისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ბელა მერკელი, ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ფერენც რენი-ვამოსი და საქართველოს საპატიო კონსული უნგრეთში შაბტაი მიხაელი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ სემელვეისის უნივერსიტეტი განსაკუთრებული აღიარებით სარგებლობს სამედიცინო მეცნიერების, განათლებისა და კვლევების სფეროში, როგორც უნგრეთში, ისე საერთაშორისო დონეზე. ასევე, უნივერსიტეტი ცნობილია კლინიკური ცოდნითა და პრაქტიკით.

ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანდაცვის მუშაკების როლი მიგრანტებისა და ლტოლვილების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში - WHO-ს სტანდარტების მიხედვით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights