სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძემ საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2025”-ში მიიღო მონაწილეობა - ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის...

მიხეილ სარჯველაძემ საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2025”-ში მიიღო მონაწილეობა – ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესრნენ

ჯანდაცვის მინისტრმა, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში – „ჯეოანესთეზია 2025“ მიიღო მონაწილეობა. რიგით მე-8 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.

მიხეილ სარჯველაძემ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილების გაზიარების, ისე ახალი ცოდნისა და თანამედროვე პრაქტიკის დანერგვისთვის. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მართვის აქტუალური საკითხები, თანამედროვე მიდგომები და სიახლეები.

მულტიდისციპლინური საერთაშორისო კონფერენცია აერთიანებს ანესთეზიოლოგებს, რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სესიები და სიმპოზიუმები, საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით.

ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესრნენ.

კონფერენცია საქართველოს ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა საზოგადოების მიერ, ყოველწლიურად იმართება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights