სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიროგორ დავიცვათ თავი მუნისგან - ინგა მამუჩიშვილი მუნის შესახებ რეკომენდაციებს გვიზიარებს

როგორ დავიცვათ თავი მუნისგან – ინგა მამუჩიშვილი მუნის შესახებ რეკომენდაციებს გვიზიარებს

ექიმი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მუნის შესახებ წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან.

მუნი ანუ ბღერი ბობოქრობს? დღეს უკვე მესამე პაციენტი ვნახე ამ დიაგნოზით!!! მუნს იწვევს ტკიპა sarcoptes scabiei, კანზე მოხვედრის შემდეგ ის აღწევს კანქვეშ და „თხრის“ პატარა გვირაბებს, იქ დებს კვერცხებს, საიდანაც 3-4 დღეში იჩეკება ლავრა, რომელიც იზრდება და გადადის სხვა უბნებზე, ეს პერიოდი კვერცხიდან ზრდასრულამდე 2-3 კვირა გრძელდება!!! გავრცელებას ხელს უწყობს ხალხმრავალი გარემო (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები).

დასუსტებული იმუნიტეტი – ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა,
ჰიგიენური ნორმების დარღვევა (თუმცა ბღერი არ არის მხოლოდ „ბინძურთა დაავადება“, სუფთა გარემოშიც შეიძლება გავრცელდეს!)

როგორ ვლინდება მუნი?!

ვითარდება ძალიან ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით. ახასიათებს წვრილი სერიოზული გამონაყარი – წითელი წერტილები და პატარა ბუშტუკები.

ხაზები კანზე („ღარი“) – იქ სადაც ტკიპა გადაადგილდება, ზიანდება ძირითადად თითებს შორისი მიდამო, მაჯები, იდაყვები, იღლიები, წელი, სასქესო ორგანოების არე ზოგჯერ გულმკერდი და დუნდულები.

ძლიერი ქავილის გამო ჩნდება დამატებითი ნახეთქები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჩირქოვანი ინფექციის განვითარებას!!!

დაავადება ვრცელდება კანის კონტაქტით, საერთო ტანსაცმლის, თეთრეულის, საწოლის, პირსახოცის გამოყენებით,
საერთო საწოლი/დივანი – განსაკუთრებით ხანგრძლივი შეხებისას.

ბავშვთა დაწესებულებებში, პანსიონატებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში მჭიდრო კონტაქტის გამო.

 პროფილაქტიკა

•ინფიცირებულთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება

• არ გაუზიაროთ ერთმანეთს საერთო ტანსაცმლი, თეთრეული, პირსაწმენდი

• ინფიცირებულის მკურნალობისას ყველა ოჯახის წევრის/კონტაქტში მყოფის პარალელური მკურნალობა

• მკურნალობის შემდეგ ტანსაცმლის, თეთრეულის, ქიმიური დამუშავება, მაღალი ტემპერატურის წყალში გარეცხვა!

ბღერი სავალდებულოა ექიმი დერმატოლოგის მიერ იყოს დადასტურებული და მკურნალობაც აუცილებლად მის მიერვე იყოს დანიშნული!!! რადგან თვითნებური მალამოებით ან არასწორი დოზირებით მკურნალობის შემთხვევაში ტკიპა არ ქრება, ადვილად გადადის სხვა ადამიანებზე და იწვევს კიდევ მრავალ გართულებას!!! ჯანმრთელობას გისურვებთ, შორს თქვენგან ბღერი“, – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

  რას ნიშნავს ვირტუალური აუტიზმი?! – მშობელი ფრთხილად და ძალიან ყურადღებით უნდა იყოს…
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights