სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროარსებული გამოწვევები განიხილეს და იმ საუკეთესო პრაქტიკაზე იმსჯელეს, რომელიც აუტიზმის მქონე პირთა...

არსებული გამოწვევები განიხილეს და იმ საუკეთესო პრაქტიკაზე იმსჯელეს, რომელიც აუტიზმის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ არის მიმართული

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-60 სესიის ფარგლებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით „ცხოვრება უფლებებით: აუტიზმი, მზრუნველობა, მხარდაჭერა და ინკლუზია“, ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სესიაზე სიტყვით გამოვიდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე.

მოდერატორი, ჟენავაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე იყო.
სესიაზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად არსებული გამოწვევები განიხილეს და იმ საუკეთესო პრაქტიკაზე იმსჯელეს, რომელიც აუტიზმის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ არის მიმართული.

ღონისძიებაზე მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

სესიაზე, ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის წევრი რეჰაბ მოჰამედ ბორესლი და სხვა ოფიციალური პირები.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე, "ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამა" განიხილეს, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზეა ორიენტირებული და მომდევნო წლის თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights