ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისამინისტროფონდი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ისეთ სოციალურ მიმართულებებზე მუშაობს, როგორიცაა: ადგილობრივი თემების განვითარება,...

ფონდი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ისეთ სოციალურ მიმართულებებზე მუშაობს, როგორიცაა: ადგილობრივი თემების განვითარება, სასწრაფო/გადაუდებელი დახმარება, ჯანდაცვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა, ქალთა და ბავშვთა ხელშეწყობა და სხვა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ამერიკული საერთაშორისო ფონდის “The Stirling Foundation“-ის დამფუძნებლებს შეხვდა. ფონდი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ისეთ სოციალურ მიმართულებებზე მუშაობს, როგორიცაა: ადგილობრივი თემების განვითარება, სასწრაფო/გადაუდებელი დახმარება, ჯანდაცვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა, ქალთა და ბავშვთა ხელშეწყობა და სხვა.

შეხვედრაზე განიხილეს სამინისტროსა და ფონდს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე – სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

შეხვედრას საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია მინისტრის მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლები მაღალი დონის ღონისძიებებში. მიხეილ სარჯველაძე, კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  სპეციალისტის რჩევა - რომელ ასაკში როგორი ვარჯიშებია მიზანშეწონილი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights