პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარისამინისტროსაქართველოს უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ, განათლება განაგრძონ და დასაქმდნენ მსოფლიოს...

საქართველოს უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ, განათლება განაგრძონ და დასაქმდნენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტს, რიკარდო ლეონ-ბორხეს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზები, საქართველოს მიღწევები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

მინისტრმა, ფედერაციის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე, ხაზი გაესვა პარტნიორობის გაგრძელებისა და გაძლიერების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუშაობა გაგრძელდება, დიპლომისშემდგომი განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებითაც.

აღინიშნა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმატებაც – ის გახდა ევროპაში პირველი სააგენტო, რომელმაც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება მოიპოვა. აღნიშნულმა მიღწევამ ქართულ სამედიცინო განათლებას საერთაშორისო დონეზე ახალი შესაძლებლობები გაუხსნა: საქართველოს უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ, განათლება განაგრძონ და დასაქმდნენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მემორანდუმი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, მიზნად ისახავს სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში პარტნიორობას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights