სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიხვრინვას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ტვინზე და გაზარდოს დემენციის განვითარების რისკი

ხვრინვას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ტვინზე და გაზარდოს დემენციის განვითარების რისკი

ხვრინვის გავლენა ტვინზე

ძლიერ ხვრინვას შეიძლება ჰქონდეს დამანგრეველი გავლენა ტვინზე და გაზარდოს დემენციის განვითარების რისკი.
ნევროლოგ ბაიბინ ჩენგის თქმით, განსაკუთრებით საშიშია ხვრინვა, რომელსაც თან ახლავს სუნთქვის პაუზები (ძილის აპნოე). ასეთ მომენტებში ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდება იბლოკება, რაც იწვევს სისხლძარღვების მიკროტრავმას.
ეს დაზიანებები, აღნიშნავს ექიმი, ზრდის უსიმპტომო ინსულტებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში – დემენციის რისკს.
კვლევის შედეგები
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კვლევები ადასტურებს, რომ ძლიერი ხვრინვის მქონე ადამიანებს:
აღენიშნებათ ნაცრისფერი ნივთიერების მოცულობის შემცირება
ზარალდება ჰიპოკამპი
მცირდება ტვინის კოგნიტური ფუნქციებისთვის მნიშვნელოვანი უბნები
ნაცრისფერი ნივთიერება ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარი კომპონენტია. ის შეიცავს ნეირონების უჯრედულ სხეულებს, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთების აქტივობის, სენსორული აღქმის (მაგ., მხედველობა, სმენა), მეხსიერების, ემოციების და მეტყველების კონტროლს.
„რაც უფრო ძლიერია ხვრინვა, მით უფრო მცირდება ტვინის ის უბნები, რომლებიც მნიშვნელოვანია კოგნიტური ფუნქციებისთვის”, – ხაზგასმით აღნიშნა ჩენგმა.
დამატებითი რისკ-ფაქტორები
ქრონიკული ძილის დარღვევები დამატებით რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. ხშირი გამოღვიძება ხელს უშლის ტვინს ღამით სრულად აღდგენაში, რაც ზრდის უარყოფით ეფექტს, რამაც შეიძლება მომავალში ჯანმრთელობის სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.

ხვრინვის გამომწვევი მიზეზები

 ხვრინვის მიზეზი 70-75% შემთხვევაში არის:

  • ზემო რესპირატორულ გზებში არსებული პრობლემები
  • ცხვირის და ცხვირ-ხახის პათოლოგიური პროცესები
  • ადენოიდური ქსოვილი ბავშვებში
  • ძგიდის გამრუდება მოზრდილებში

მკურნალობის გზები:

  • მედიკამენტოზური მკურნალობა: ეს მეთოდი ეფექტური არის იმ შემთხვევაში, თუ ცხვირის სავალი გზები ნაწილობრივ ჩაკეტილია.
  • ქირურგიული მკურნალობა: როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა არ მოქმედებს, ან სავალი გზები სრულად ჩაკეტილია.

რატომ არის მნიშვნელოვანი პრობლემის დროული აღმოფხვრა?

დროული მკურნალობა აუცილებელია, რადგან აპნოე და სუნთქვის შეჩერება ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხვრინვის გაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კიბოს მკურნალობაში რევოლუციური გარღვევა – ახალი იმედი!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights