სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისიახლეები„გამოვავლინეთ შეთანხმებული ქმედება ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით, იყო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაც, რისთვისაც...

„გამოვავლინეთ შეთანხმებული ქმედება ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით, იყო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაც, რისთვისაც რამდენიმე კომპანია დავაჯარიმეთ“-გიორგი ქედელიძე

სამედიცინო ბაზრის მონიტორინგის დაწყებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა და მათ შორის ფასების ზრდა იყო ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, – განაცხადა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქედელიძემ.

მისივე თქმით, ბაზარზე ფასი, შესაძლოა, უშუალოდ საბაზრო პირობებიდან გამომდინარე გაიზარდოს, თუმცა ასევე შესაძლებელია, გარკვეულ ხელოვნურ ზრდასაც ჰქონდეს ადგილი და, სწორედ, ამ ფაქტორებზე დაკვირვებას ემსახურება ბაზარზე მონიტორინგის დაწყება.

„სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებს მუდმივ რეჟიმში აკვირდება GCCA. ჩვენ განვახორციელეთ ასევე სამედიცინო მომსახურების ბაზრის მომიჯნავე ბაზრის მონიტორინგი – ფარმაცევტულ ბაზარს ვგულისხმობ. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგით გაცემული რეკომენდაციები საფუძველი გახდა ბაზარზე განხორციელებული სისტემური რეფორმებისა. ასევე, გამოვავლინეთ შეთანხმებული ქმედება ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით, იყო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაც, რისთვისაც რამდენიმე კომპანია დავაჯარიმეთ,“- განაცხადა გიორგი ქედელიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება საწვავის ბაზრის მონიტორინგს, წარსულში იდენტიფიცირებული შეთანხმებული ქმედებების გათვალისწინებით, აღნიშნული ბაზარი ითვლება მაღალი რისკის მქონედ და, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ფასების ზრდა არასაბაზრო ფაქტორებით, სააგენტო კვლავ დაიწყებს ბაზრის შესწავლას.

„სააგენტოს წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ამ ბაზარზე იდენტიფიცირებული შეთანხმებული ქმედებები, შესაბამისად, ეს ბაზარი ითვლება მაღალი რისკის მქონედ. ამასთან, ბაზარი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მოცულობის და სხვა ბაზრებზე გავლენის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად ვახორციელებთ მონიტორინგს, რომლის შედეგებიც საჯაროა. ვაკვირდებით პირველ რიგში იმას, თუ როგორ იცვლება საცალო ფასები მასზე მოქმედი ფაქტორების, კერძოდ ლარის გაცვლითი კურსის და შესასყიდი საწვავის ღირებულების გათვალისწინებით,“- განაცხადა GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა.

გიორგი ქედელიძის თქმით, სააგენტო ასევე ახორციელებს პესტიციდების ბაზრის მონიტორინგს და ამ მიმართულებით, სავარაუდოდ წლის ბოლომდე, პირველადი ანგარიში გამოქვეყნდება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საქართველოს წითელას ვირუსი უტევს - წითელას სიმპტომებით, კლინიკას უკვე 50-ზე მეტმა პაციენტმა მიაკითხა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights