ვაქცინით მართვადი დაავადებები
B ჰეპატიტი
გამომწევი ვირუსი
ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს B ჰეპატიტის ვირუსი.
გადაცემის გზები
ვირუსი ორგანიზმში ხვდება დაზიანებული კანის და/ან ლორწოვანი გარსის საშუალებით ინფიცირებულის სისხლთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით, კერძოდ: სქესობრივი კონტაქტით, საინექციო ნარკოტიკების მიღებისას საზიარო შპრიცით, ნემსით ან სხვა აქსესუარით სარგებლობისას, ინფიცირებული დედისგან (მშობიარობისას), ინფიცირებულის სისხლთან ან ღია ჭრილობასთან კონტაქტით.
არ ვრცელდება საკვებით ან წყლით, საზიარო ჭურჭლის გამოყენებით, ძუძუთი კვებით, ჩახუტებით, კოცნით, ხელის ჩამორთმევით, და ა.შ.
ვირუსი გარემოში ცოცხლობს 7 დღე და ინარჩუნებს ინფიცირების უნარს. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 90 დღეა (შესაძლებელია 60-150 დღე).
სიმპტომები
ცხელება, სისუსტე, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მუქი ფერის შარდი, თიხისფერი განავალი, სახსრების ტკივილი, სიყვითლე (მოზრდილებში), 5 წლამდე ბავშვებში, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე უფროსებში და ქრონიკულ პაციენტებში დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ჩვილების 90% და ბავშვების (1-5 წელი) 25-50% უვითარდება ქრონიკული დაავადება, დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს 60 წლის და უფროს პაციენტებში
გართულებები
ღვიძლის ციროზი ან კარცინომა.
ინფექციებთან ბრძოლაში პირველი წარმატებები თავად გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენამდე იქნა მიღწეული
1799 წელი – ყვავილის საწინააღმდეგო პირველი ისტორიული ვაქცინაცია;
1885 წელი – ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა (ლუი პასტერი);
1909 წელი – მიღებული იქნა დიფთერიის ანატოქსინი, რომლის მნიშვნელობა ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის აღმოჩენას უთანაბრდება;
XX საუკუნის 20-იანი წლები – სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის აქტიურ ვაქცინათა მნიშვნელოვანი ნაწილის შემუშავება;
XX საუკუნის მეორე ნახევარი – რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიის გამოყენება ვირუსული ვაქცინების შემუშავების მიზნით;
1957 – ჯონ სოლკის მიერ შექმნილი იქნა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო
პირველი წარმატებული ვაქცინა;
1974 წელი – დასაბამი მიეცა იმუნიზაციის გაფართოებულ პროგრამას;
1978 წელს იმუნიზაცია დეკლარირებული იქნა როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების აუცილებელი კომპონენტი;
1980 წელი – ყვავილის გლობალური აღმოფხვრა;
1988 წელი – დაიწყო პოლიომიელიტის აღმოფხვრის ინიციატივა, რომელიც დასკვნით ფაზაშია;
2002 წელი – საქართველო სერთიფიცირებულია, როგორც პოლიომიელიტისგან თავისუფალი ქვეყანა;
2014 წლის განმავლობაში მსოფლიოში, დაახლოებით 115 მილიონ ჩვილს (86%) ჩაუტარდა სამი აცრა დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინით;
2014 წელს მსოფლიოს 129 ქვეყანამ მიაღწია დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსის ვაქცინის მესამე დოზით 90%-იან მოცვის მაჩვენებელს;
მაგრამ ჯერ კიდევ 18.7 მილიონ ბავშვს მსოფლიოში არ უტარდება აცრები ძირითადი ვაქცინებით. მათი უმრავლესობა აფრიკაში და აზიაში ცხოვრობს;
რეგიონული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ევროპა უნდა გახდეს თავისუფალი მართვადი ინფექციებისაგან, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი ფასის ვაქცინებთან და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, თანასწორი და უნივერსალური იმუნიზაციის მომსახურებასთან მთელი სიცოცხლის მანძილზე;
საქართველოში 0-15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #01-57/ნ 19.11.2015);
სახელმწიფო უზრუნველყოფს 12 ინფექციის – B ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, როტავირუსული ინფექციის, პნევმოკოკური ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ საწინააღმდეგო ვაქცინაციას 10 ვაქცინის საშუალებით: BCG, Hep B, DPaT-Hib-HepB-IPV DPT, DT, Td, OPV, MMR, Rota და PCV;
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და პრეკვალიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით და უსაფრთხოებით;
პროგრამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, რადგან ამ ვაქცინების ღირებულებას სრულად იფარება სახელწიფო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში.
პნევმოკოკური ინფექცია
გამომწვევია ბაქტერია პნევმოკოკი (Streptococcus Pneumoniae) რომელიც ჯანმრთელობისათვის სახიფათო დაავადებების მიზეზი ხდება განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში.
გადაცემის გზები
გამომწვევი ვრცელდება ინფიცირებულ ან მტარებელ პირთან უშუალო კონტაქტით, წვეთოვანი გზით – ცხვირხახის ლორწოვანიდან ნერწყვის მოხვედრით ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქ გზებში
სიმპტომები
ცხელება, შემცივნება, სუნთქვის გაძნელება, ხველება, ტკივილი გულმკერდის არეში (პნევმონია);
ცხელება,თავის ტკივილი, ღებინება (მენინგიტი);
ცხელება, შემცივნება (ბაქტერიემია).
გართულებები
პნევმონია, შუა ყურის ანთება, ბაქტერიემია, სინუსიტი, მენინგიტი (თავის და ზურგის ტვინის გარსების ანთება). ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, დაავადება მიმდინარეობს საკმაოდ მძიმედ და აუცილებელი ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. ამ დაავადებებიდან ზოგიერთს უწოდებენ „ინვაზიურს“, რადგან გამომწვევი აღწევს იმ ორგანოში, რომელიც ჩვეულებრივ არ შეიცავს მიკრობს. მაგალითად,მიკრობი შესაძლებელია მოხვდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში, გამოიწვიოს ბაქტერიემია თავის და ზურგის ტვინის გარშემო სითხეში და ქსოვილებში, რაც თავის მხრივ იწვევს მენინგიტს. ამ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს საკმაოდ მძიმედ და შესაძლებელია დასრულდეს ფატალურად.
როტავირუსული ინფექცია
ვირუსით გამოწვეული ძალზე კონტაგიოზური დაავადებაა, შესაძლებელია გახდეს ჩვილებში და მცირეწლოვან ბავშვებში ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევის, ჰოსპიტალიზაციის და ფატალური გამოსავალის მიზეზი.
გადაცემის გზები
ვირუსი ვრცელდება ავადმყოფისაგან ფეკალურ-ორალური გზით, დაბინძურებული ხელების, წყლის, ნივთების, საკვების საშუალებით. ჰიგიენის ნორმების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია დაავადების პრევენციისათვის, მაგრამ არ არის საკმარისი მისი გავრცელების კონტროლისათვის.
სიმპტომები
დიარეა, ხშირი ღებინება, ცხელება, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა.
გართულებები
ხშირი დიარეა და ღებინება შესაძლებელია გაგრძელდეს 3-8 დღის განმავლობაში, დეჰიდრატაცია (ორგანიზმის გაუწყლოვნება), რაც განსაკუთრებით დიდი ზიანის მომტანია ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვებისათვის. დეჰიდრატაციის ნიშნებია: შარდვის გაძნელება, პირის და ხახის სიმშრალე, სისუსტე.
ტეტანუსი
Cclostridium tetani
გადაცემის გზები
ბაქტერია ბინადრობს ცხოველების ფეკალიებში, ნიადაგში, მტვერში და ორგანიზმში ხვდება დაზიანებული კანის საფარველიდან. განსაკუთრებულად საშიშია ნიადაგით ან ფეკალიებით დაბინძურებული ჭრილობა, ნაჩხვლეტი ჭრილობა, დამწვრობა, დაჟეჟილობა და ნეკროზი.ტეტანუსი ასევე შესაძლებელია გავრცელდეს ქირურგიული ჩარევების, მწერებისნაკბენის, მოტეხილობების, კბილის ინფექციების, ქრონიკული წყლულების,ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარების შედეგად.ინკუბაციური პერიოდი შესაძლებელია იყოს 1 დღიდან რამდენიმე თვემდე (დამოკიდებულიადაინფიცირების ხარისხზე), ჩვეულებრივ შეადგენს 3-21 დღეს.
სიმპტომები
თავის ტკივილი, ყბების სპაზმი, კუნთების (ხშირად მუცლის) დაჭიმულობა და მტკივნეულობა, ყლაპვის გაძნელება, ცხელება, ოფლიანობა, მაღალი არტერიული წნევა.
გართულებები
ლარინგოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, ფილტვის მთავარი არტერიის დაბლოკვა სისხლის შედედებული კოლტით (ფილტვის არტერიის ემბოლია).
ტუბერკულოზი
გამომწევი ბაქტერია
გამომწვევია ტუბერკულოზის მიკობაქტერია (Mycobacterium Tuberculosiss), რომელიც უფრო ხშირად აზიანებს ფილტვებს, თუმცა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოების (თირკმელი, ხერხემალი და თავის ტვინი) ინფექცია. სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადება შესაძლებელია დასრულდეს ფატალურად.
გადაცემის გზები
ტუბერკულოზი ვრცელდება მხოლოდ ჰაერით ერთი ადამიანიდან მეორეზე. ბაქტერია გამოიყოფა ჰაერში დაავადებული ადამიანის ხველის, ცემინების, საუბრის დროს.
ტუბერკულოზი არ გადადის ხელის ჩამორთმევით, საზიარო ჭურჭლით, თეთრეულით და ტუალეტით, კბილის ჯაგრისით, კოცნით.
სიმპტომები
ხველა, რომელიც გრძელდება 3 კვირა ან მეტი, ტკივილი გულმკერდის არეში, სისხლიანი ან ნახველიანი ხველა, ზოგადი სისუსტე და დაღლილობა, წონაში კლება, უმადობა, შემცივნება, ცხელება, ღამის ოფლიანობა.
ტუბერკულოზის განვითარების რისკფაქტორებია
აივ ინფექცია, მიკობაქტერიით განმეორებითი დაინფიცირება ორი წლის განმავლობაში, სხვა დაავადებები, (მაგ. დიაბეტი), ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ჭარბი მოხმარება, წარსულში არასწორად ჩატარებული მკურნალობა.
გამომწევი ბაქტერია
გამომწევია ბაქტერია (Haemorphilus Iinfluenza Type b) რომელიც ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში იწვევს დაავადებას.
გადაცემის გზები
ვრცელდება ინფიცირებულ ან მტარებელ პირთან უშუალო კონტაქტისას, ან წვეთოვანი გზით რესპირატორული წვეთების საშუალებით ხველის ან ცემინების დროს. ახალშობილები შესაძლებელია დაინფიცირდნენ ბაქტერიის შემცველი ამნიოტური სითხის მეშვეობით.შემთხვევების 3% – 6% ფატალურია, პაციენტების 20%-ს, რომლებმაც გადაიტანეს ჰიბ მენინგიტი აღენიშნებათ სმენისდაკარგვა და სხვადასხვა სახის ხანგრძლივი ნევროლოგიური დარღვევები. დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია მჭიდრო კონტაქტებში, აივ ინფიცირებულებში, ნამგლისებურუჯრედული დარღვევების, ასპლენიის, სხივური თერაპიის ქვეშ მყოფ პაციენტებში.
სიმპტომები
ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, შემცივნება,ოფლიანობა, თავის და კუნთების ტკივილი, დიარეა, ღებინება და სხვა
გართულებები
მენინგიტი, პნევმონია, ბაქტერიემია, ეპიგლოტიტი, სეპტიცემია, სეპტიური ართრიტი, ოსტეომიელიტი, ცელულიტი, პერიკარდიტი, ენდოკარდიტი.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi