ახალი კვლევა – ზოგიერთი ინფექცია გულის შეტევის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს

0
477
სისხლძარღვთა დაავადებები
#post_seo_title

ახალი კვლევის თანახმად, ზოგიერთი ინფექცია გულის შეტევის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს. აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ ინფექციები ინფარქტისადმი უფრო მოწყვლადს გვხდის, მაგრამ კონკრეტულად რა მექანიზმები მონაწილეობს ამაში, ძნელი დასადგენია.

მეცნიერებმა იმ ადამიანების არტერიული დანალექები შეისწავლეს, რომლებიც ინფარქტს ემსხვერპლნენ ან ქოლესტერინისა და სხვა ნივთიერებების ფოლაქები ქირურგიულად ამოიკვეთეს. აღმოაჩინეს, რომ ნიმუშებში ხშირად მიძინებული ბაქტერიების შრეც იყო. გაირკვა ისიც, რომ იქიდან გამოთავისუფლებულ მიკროორგანიზმებს გულის შეტევის გამოწვევა შეუძლიათ.

არტერიული დანალექების გენეტიკური სეკვენირებისა და სხვა მეთოდების მეშვეობით მკვლევრებმა გამოავლინეს ისეთი ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს პირის ღრუში ცხოვრობენ. მათ ერთგვარი ბიოშრე, კოლონია, ჰქონდათ ჩამოყალიბებული, სადაც იმუნურ სისტემასა და ანტიბიოტიკებს იმაზე უკეთ “ემალებოდნენ”, ვიდრე ინდივიდუალურად შეძლებდნენ.

ნიმუშებში ასეთი შრეები დანალექში ღრმად იყო განლაგებული, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ის გარღვეული აღმოჩნდა, რამაც იმუნური რეაქცია და ანთებითი პროცესები გამოიწვია. იქიდან გამოყოფილი ბაქტერიები ათეროსკლეროზული ფოლაქების გაგლეჯასა და ინფარქტთან დააკავშირეს.

როგორც წესი, ეს ბაქტერიები მიძინებულნი არიან, მაგრამ მათ სხვა პათოგენები ააქტიურებს, მაგალითად, ვირუსული ინფექცია. ეს იმუნური სისტემის განგაშს განაპირობებს, რაც ანთებას ედება საფუძვლად და არტერიულ დანალექს აზიანებს. შედეგად თრომბი შეიძლება წარმოიქმნას და სისხლის მიმოქცევა შეიზღუდოს, რაც ინფარქტის მაპროვოცირებელია.

თუ ამგვარი მიზეზშედეგობრივი კავშირი სხვა კვლევებითაც დადასტურდება, ეს გულის დაავადებებთან შეწინააღმდეგების უკეთესი გზების მოძიებაში დაგვეხმარება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობაშიც კოვიდის პერიოდში გამოვლენილია ნაკლოვანებები და აქვთ ფინანსური ვალდებულებები, სახელმწიფო გარკვეულ საშეღავათო პირობებს სთავაზობს

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ