სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი“გირჩევთ, რომ სანამ რაიმე სახის დანამატს შეიძენთ, გადაამოწმეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ან...

“გირჩევთ, რომ სანამ რაიმე სახის დანამატს შეიძენთ, გადაამოწმეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ან “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” ვებგვერდზე“-გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს

“საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის – PHIG” ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ „Herbal Healing“-ის მიერ წარმოებული პროდუქტი — (საზოგადოებაში ცნობილია, როგორც „აშვაგანდა“; აღნიშნული პროდუქცია ეკუთვნის საქართველოში მცხოვრებ ბლოგერ Arun Khatri-ს ) — არ არის რეკომენდირებული და მისი გაყიდვა საქართველოში მიმდინარეობს მოქმედი რეგულაციების დარღვევით.

ფხაკაძის თქმით, პროდუქტი არღვევს საქართველოს მთავრობის №360 დადგენილებას (2022 წლის 12 ივლისი, ამოქმედდა 2023 წელს), №227 დადგენილებას (2024 წლის 11 ივლისი) და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონს, რომელიც 1996 წლიდან მოქმედებს.

„კომპანია Herbal Healing და მისი პროდუქცია არ არის რეგისტრირებული საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რაც, თავისთავად, კანონის დარღვევაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ საჯაროდ განაცხადა, თითქოს ყველა სერტიფიკატი გააჩნია, ეს ინფორმაცია არც მათ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი და არც სოციალურ ქსელებში, რაც მომხმარებელთა უფლებების დარღვევაა,“ — აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ვიტამინების შეფუთვაზე განთავსებულია ყალბი და არასწორი ლოგოები, რაც ასევე არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. შესაბამისად, აშვაგანდა არ არის რეკომენდებული:

გირჩევთ, რომ სანამ რაიმე სახის დანამატს შეიძენთ, გადაამოწმეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ან “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” ვებგვერდზე. გისურვებთ ჯანმრთელობას!“— განაცხადა ფხაკაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სერიოზული საფრთხე - რატომ არის საშიში?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights