შაბათი, სექტემბერი 6, 2025
მთავარიშენი ექიმი სიახლე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში! - უახლესი მეთოდით მკურნალობის ტრადიცია გრძელდება

 სიახლე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში! – უახლესი მეთოდით მკურნალობის ტრადიცია გრძელდება

 სიახლე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში!

ჩვენს კლინიკაში უახლესი მეთოდით მკურნალობის ტრადიცია გრძელდება. თბილისში პირველად, წარმატებით ჩატარდა ინტრავასკულური ლითოტრიფსია შოკური ტალღებით (IVL) – ინოვაციური მეთოდი, რომელიც ამარტივებს სტენტირების პროცესს, ძლიერ კალციფიცირებული ათეროსკლეროზული ფოლაქის არსებობისას.
ინტერვენციულმა კარდიოლოგმა სპარტაკ ლეკვეიშვილმა 54 წლის პაციენტს კომპლექსური ინტერვენცია გულის ყველაზე მნიშვნელოვან სისხლძარღვზე – წინა დაღმავალ არტერიაზე გაუკეთა.
პაციენტს ჩაუტარდა სელექტიური კორონაროგრაფია, სადაც გამოვლინდა გულის კუნთის მკვებავი ყველაზე მნიშვნელოვანი სისხლძარღვის რთული და დიფუზური-მრავლობითი დაზიანება. სირთულეს წარმოადგენდა სისხლძარღვში არსებული რთული, კალციფიცირებული, მრავლობითი ათეროსკლეროზული ფოლაქი და ასევე მწვერვალის დონეზე 99%-ით კრიტიკულად შევიწროებული უბანი, სადაც სისხლძარღვის დიამეტრის გათვალისწინებით, სტენტის იმპლანტაცია ვერ ხერხდებოდა. გულის ულტრაბგერითი გამოკვლევით, მისი კუმშვადი ფუნქცია ნორმის ფარგლებში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული დაზიანების მიუხედავად, ნებისმიერი ჩარევის შემდეგ კუმშვადი ფუნქცია ისევ ნორმალური უნდა დარჩენილიყო.
დაიგეგმა კომპლექსური ინტერვენცია წინა დაღმავალ არტერიაზე, კერძოდ: მწვერვალის უბნის ბალონური ანგიოპლასტიკა წამლით დაფარული ბალონით სტენტის გარეშე, შუა სეგმენტის სტენტირება და პროქსიმალური უბნის სტენტირება შოკური ტალღებით ინტრავასკულური ლითოტრიფსიის გამოყენებით (Shockwave Intravascular Lithotripsy – IVL).
პროცედურას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა. ავადმყოფი იყო ფხიზელ მდგომარეობაში და იდეალური შედეგით, გართულებების გარეშე დასრულდა.
ბალონური ანგიოპლასტიკა წამლით დაფარული ბალონით (DCB) თანამედროვე მეთოდია. მისი უპირატესობებია: მრავალჯერ სტენტირებული და წვრილი დიამეტრის მქონე სისხლძარღვის ბალონური ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციის გარეშე, რითაც შეიძლება ავადმყოფს თავიდან ავაშოროთ მძიმე ოპერაციული ჩარევა – აორტო-კორონარული შუნტირება.
ინოვაციური პროცედურა 4Hospitals-ის პარტნიორი კომპანიის – Shunmei-ს მიერ შემუშავებული კორონარული ინტრავასკულარული ლითოტრიფსიის (IVL) კათეტერის გამოყენებით ჩატარდა. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას უხდის 4 ჰოსპიტალს პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გაეცანით “კონსილიუმ მედულას” მომზადებულ მასალებს ძუძუს კიბოს შესახებ - ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights