სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა, სამედიცინო პერსონალის, ექიმი-ნარკოლოგებისა და საპროცედუროს ექთნებისთვის...

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა, სამედიცინო პერსონალის, ექიმი-ნარკოლოგებისა და საპროცედუროს ექთნებისთვის კონკურსი გამოაცხადა

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა, სამედიცინო პერსონალის, ექიმი-ნარკოლოგებისა და საპროცედუროს ექთნებისთვის კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრიორიტეტი იმ პირებს მიენიჭებათ, ვინც ოპიოდური ჩანაცვლების თერაპიის კერძო მიმწოდებლებთან მუშაობდნენ და აქვთ სახელმწიფო ორგანიზაციაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი.

საკონკურსო პირობების თანახმად, ექიმები და ექთნები, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ექიმებისთვის:

• უმაღლესი სამედიცინო განათლება;
• სახელმწიფო სერტიფიკატი ნარკოლოგიაში;
• ნარკოლოგად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
• 2025 წლის პირველ აპრილამდე დაგროვებული მინიმუმ 20 უსგ ქულა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები ექთნებისთვის:
• პროფესიული სამედიცინო განათლება;
• ექთანად/მედდად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
• კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება.

საბუთების მიღება შესაძლებელია – 15 სექტემბრის ჩათვლით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ან ონლაინ, ელექტრონულ ფოსტაზე – hr@mhpa.ge

კონკურსის შესახებ, დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/5fxpka37

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  შეხვედრაზე DRG-ის დაფინანსების სისტემა, სექტორში არსებული რეგულირების მექანიზმები, სტანდარტები, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოტენციალი განიხილეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights