სამშაბათი, მარტი 31, 2026
მთავარისამინისტრო„უმნიშვნელოვანესი პროგრამა ამოქმედდა დღეიდან, ის ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შეუმსუბუქებს ტკივილს“-ზურაბ ჩიკვილაძე

„უმნიშვნელოვანესი პროგრამა ამოქმედდა დღეიდან, ის ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შეუმსუბუქებს ტკივილს“-ზურაბ ჩიკვილაძე

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში შეხვედრა გამართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ზურაბ ჩიკვილაძე რევმატოლოგთა ლიგის პრეზიდენტს, ნინო ცისკარიშვილს, რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირის თავმჯდომარეს, ინგა მამუჩიშვილს და დედაქალაქის სხვა და სხვა კლინიკების ექიმ-რევმატოლოგებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ამოქმედებული ქვეპროგრამის მნიშვნელობაზე, ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურებზე და განხორციელების მექანიზმზე ისაუბრეს.

„პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო დედაქალაქის მერიამ და მისი მხარდაჭერის გამო დიდ მადლობას ვუხდით მერს, კახა კალაძეს. უმნიშვნელოვანესი პროგრამა ამოქმედდა დღეიდან, ის ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შეუმსუბუქებს ტკივილს. ერთი ადამიანის ამ პროგრამით უზრუნველყოფა და სერვისის მიწოდება დაახლოებით 25 ათასი ლარით ფინანსდება“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

აღნიშნული ქვეპროგრამა მიზნად ისახავს რევმატოიდული ართრიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის უზრუნველყოფას, რაც დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად უაღრესად მნიშვნელოვანია.

დაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრება: სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150,001-ს, უზრუნველყოფილია მედიკამენტების სრული, 100%-იანი, დაფინანსება; დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტი მედიკამენტების ღირებულების 80%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამედიცინო განათლების სექტორი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს, განსაკუთრებით ბოლო სამ წელში ნახტომისებურად გაიზარდა მედიცინის პროგრამების უცხოელი სტუდენტების რიცხვი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights