სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიოფიციალური განცხადება - საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) / უსაფრთხო დანამატები საქართველო...

ოფიციალური განცხადება – საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) / უსაფრთხო დანამატები საქართველო (SSG)

ოფიციალური განცხადება

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) / უსაფრთხო დანამატები საქართველო (SSG)
„უსაფრთხო დანამატები საქართველო“-ს (SSG) მიერ დანამატების ბაზრის მონიტორინგის შედეგად, პლატფორმა www.supplement.ge –ზე უკვე 1700-ზე მეტი პროდუქტი არ იქნა რეკომენდებული „SSG 7-პუნქტიანი ჩეკლისტის“ საფუძველზე.
2025 წლის 8 სექტემბრიდან, „უსაფრთხო დანამატები საქართველო“ (SSG) გადადის უფრო გამარტივებულ, მაგრამ მკაცრ მოდელზე — „SSG 5-ეტაპიანი ძირითადი შესაბამისობის ჩეკლისტი“, რომელიც პროცესს უფრო მარტივსა და გამჭვირვალეს ხდის როგორც კომპანიებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის.
„უსაფრთხო დანამატები საქართველო“ (SSG) 5-ეტაპიანი ძირითადი შესაბამისობის ჩეკლისტი
1. კომპანიის იდენტიფიკაცია და გამჭვირვალობა
◦ იურიდიული პირის სანდოობა, მისამართი და პასუხისმგებელი პირი.
2. კარგი საწარმოო პრაქტიკა (GMP)
◦ მოქმედი და გადამოწმებადი GMP სერტიფიკატი.
3. ISO 22000 – საკვების უსაფრთხოების მენეჯმენტი
◦ სავალდებულო სერტიფიკატი, რომელიც უზრუნველყოფს რისკებზე დაფუძნებულ უსაფრთხოების სისტემას.
4. ლაბორატორიული ტესტირება (CoA)
◦ ISO 17025 აკრედიტირებული ლაბორატორიის ანალიზის სერტიფიკატი თითოეულ პარტიაზე.
5. ეტიკეტირება და სარეკლამო შესაბამისობა
◦ შესაბამისობა EU 1169/2011 რეგლამენტთან.
◦ ჯანმრთელობის დაუმტკიცებელი ან შეცდომაში შემყვანი მტკიცებების გარეშე.
შეფასების სისტემა
•მწვანე (რეკომენდებულია): ყველა 5 კრიტერიუმი შესრულებულია.
•ყვითელი (განიხილება): მხოლოდ 1 კრიტერიუმი ვერ არის შესრულებული.
•წითელი (არ არის რეკომენდებული): თუ 1-ზე მეტი კრიტერიუმი ვერ არის შესრულებული.
ახალი მიდგომა ამარტივებს შეფასების პროცესს, ამაღლებს გამჭვირვალობას და მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ, სამფეროვან სისტემას, რომელიც ადვილად იკითხება და აშკარად აჩვენებს პროდუქტის ხარისხის დონეს.
SSG მწვანე ნიშანი რჩება ერთადერთ ოფიციალურ გარანტიად საქართველოში, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ყველა აუცილებელ სტანდარტს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „SUPPLEMENT.GE Saysomething... Say something..“
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  შესაძლოა, ეს სიცოცხლისთვის საშიში ანევრიზმის, გულის ან ფილტვის დაავადების ნიშანი იყოს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights