სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი"ტელემედიცინაში ჩართვა მომავლის პროფესიაა

“ტელემედიცინაში ჩართვა მომავლის პროფესიაა

ტელემედიცინაში ჩართვა მომავლის პროფესიაა.

დისტანციური კონსულტაციების გამოყენებით უკეთ შეგვიძლია ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მონიტორინგი, განსაკუთრებით მათი, ვისაც გაადგილების პრობლემა აქვს.
გარდა ტრენინგებისა, რომელიც გავიარეთ, ჩვენთვის, სოფლის ექიმებისთვის ძალიან საინტერესოა სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან კონსულტაციებში მონაწილეობა და მათი გამოცდილების გაზიარება.
გარდა ამისა, ჩემს სოფელთან ახლოს კიდევ რამდენიმე სოფელია და უკვე გვყავს ამ სოფლებიდან მოხალისე ექიმები, ვისაც ჩემს ცოდნას და გამოცდილებას ვუზიარებ, ტელემედიცინის მოწყობილობების გამოყენებას ვასწავლი. ვფიქრობ, ასე უფრო კარგად შევძლებთ უფრო მეტი პაციენტის მომსახურებას.” – ნინა დავითაძე, სოფ. ხალას ამბულატორიის ექიმი
* * *
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი გაეროს პარტნიორების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 60 სოფელში დაინერგა ტელემედიცინა: უახლესი ციფრული აპარატურით აღიჭურვა ამბულატორიები, ხოლო ექიმებმა არაერთი ტრენინგი გაიარეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ტელემედიცინის დანადგარის გამოყენებით და ამბულატორიის ექიმის დახმარებით, პაციენტს შეუძლია დისტანციურად, ვიდეო ზარით დაუკავშირდეს სპეციალისტ ექიმს და მასთან ერთად განიხილოს სხვადასხვა დაავადებების სიმპტომები, ჩივილები და მიიღოს პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე.
ამბულატორიების ჩამონათვალი იხ. ბმულზე: https://shorturl.at/ogLlM
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ქუთუთოს ბაზალიომა — ვივამედში გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობას!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights