ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარიშენი ექიმირომელი პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ ანაფილაქსიის დროს, რომ მდგომარეობა არ დამძიმდეს

რომელი პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ ანაფილაქსიის დროს, რომ მდგომარეობა არ დამძიმდეს

“ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის” კლინიკური დირექტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში “შენი დილა” საუბრობს, რა იწვევს ანაფილაქსიას, როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება და რომელი მედიკამენტები გამოიყენება მკურნალობის ეტაპზე:

ანაფილაქსიური შოკი ერთ-ერთი ბოლო სტადიაა, როდესაც ადამიანს გონება ეკარგება. კოლაფსირდება, წნევა ვარდება და ეს უკვე სტადიურობის ნაწილია. ცალსახად მოვლენას ანაფილაქსია ჰქვია და მას სხვადასხვა ხარისხი აქვს. რომ შევაჯამოთ, როდესაც ანაფილაქსიაზე ვსაუბრობთ, ორი ორგანოთა სისტემის მონაწილეობა უნდა იყოს. ასევე, ნაცნობ ალერგენთან შეხებისას წნევა უნდა ვაკონტროლოთ. მაგალითად, თუ ადამიანმა იცის, რომ ფუტკარზე აქვს ანაფილაქსია. თუ მას ფუტკარმა განმეორებით უკბინა და წნევას 90/ 70-ზე ატარებს, თუ წნევა 27-30 ერთეულით დაეცემა, ყოველგვარი კანის გამონაყარის გარეშეც შეიძლება, ნაცნობ ალერგენთან შეხვედრისას ვთქვათ, რომ ანაფილაქსია განვითარდა. მარტო წნევის ციფრის შემცირებაც შეიძლება, ანაფილაქსიის დიაგნოზის საფუძველი იყოს.

როგორია მკურნალობის მეთოდი?
არჩევის მედიკამენტი მხოლოდ ეპინეფრინი ანუ ადრენალინია. სხვა წამალი მოქმედებას აგვიანებს.

ხშირად ადამიანები, რომლებსაც ეს რეაქცია ემართებათ, ადეკვატურად აღჭურვილნი არ არიან. როდესაც ადამიანს ანაფილაქსიური რეაქცია დაემართება, ალერგოლოგ-იმუნოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია.

გულდაწყვეტით ვამბობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში თვითინექტირებადი ადრენალინი არ გვაქვს. ეს არის კალმისტრები, რითაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პირველი ეპიზოდის შემდეგ პაციენტები აღჭურვილნი არიან და მათ იციან, რომელი სიმპტომის შემდეგ, როგორ, რა ადგილას გამოიყენონ ადრენალინი.

ანაფილაქსიის დროს არჩევის მედიკამენტი ადრენალინია. სუნთქვის გაძნელების ან წნევის ვარდნის დროს, ადრენალი პრობლემას მომენტალურად აგვარებს. არც ერთი სხვა მედიკამენტი ასეთ მყისიერ რეაქციას არ იძლევა.

ზოგმა ადამიანმა საერთოდ არ იცის, რომ ანაფილაქსია გადაიტანა. თუ კანზე გამოაყარა და ამ დროს გულისრევის შეგრძნება და მუცლის ძლიერი ტკივილი ჰქონდა, შესაძლოა, ახლა პირველად გაიგოს, რომ ანაფილაქსიაა.

შესაძლოა, თვითინექტირებადი ადრენალინის ტრანსპორტირება, მაგალითად, თურქეთიდან ჩამოტანა, თუმცა ძალიან ძვირია, 50 დოლარიდან 100 დოლარამდეა მისი ერთჯერადი ღირებულება. შპრიცის, რომელიც უნდა გადავაგდოთ.

  ძალიან ცოტამ თუ იცის, ნიგვზის ღივები სასარგებლოა - იშვიათესი გამაახალგაზრდავებელი რეცეპტი: სხეულის მასშტაბური განახლება

ამიტომ, კოლეგები ხშირად საუბრობენ, მაგალითად, სიცილიაში, სამხრეთ იტალიაში ამბობენ, რომ ადამიანებს აფთიაქში გასაყიდ ადრენალინს ურჩევენ, რომელიც 1,5-2 ლარი ღირს. ეს აუცილებლად ექიმმა უნდა ასწავლოს, როგორ ამოიღოს ადრენალინი, რამდენ მილიგრამიანი შპრიცი გვქონდეს მზად. ადამიანმა უნდა იცოდეს, სად გააკეთოს. კუნთში კეთდება…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights