სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: ბენეფიციართა მნიშვნელოვანმა ნაწილმა სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლის შემდეგ, სამჯერ შემცირებული დოზა...

მიხეილ სარჯველაძე: ბენეფიციართა მნიშვნელოვანმა ნაწილმა სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლის შემდეგ, სამჯერ შემცირებული დოზა მოითხოვა. რა მიზეზით იწერებოდა სამჯერ დიდი დოზის ნარკოტიკი, მარტივად შეიძლება დასკვნების გამოტანა

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სისტემის რეფორმის ერთი ეტაპი დასრულდა და გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა წარმატებულად, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კერძო სერვისის მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან, სახელმწიფო პროგრამაში დაახლოებით 1800 პირი ჩაერთო.

მიხეილ სარჯველაძემ, იმ გამოვლენილ მანკიერებებზეც ისაუბრა, რაც აღნიშნულმა ცვლილებამ გამოკვეთა. მათ შორის, ბენეფიციართა მნიშვნელოვანმა ნაწილმა, 200-მა ადამიანმა, სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლის შემდეგ სამჯერ შემცირებული დოზა მოითხოვა.

„ამ ადამიანებმა, პირველივე დღიდან უარი განაცხადეს იმ დოზის მიღებაზე, რომელსაც ყიდულობდნენ კერძო დაწესებულებაში და ფასი, მოგეხსენებათ, რომ მცირე არ იყო. რვა ორგანიზაციის წლიური, ჯამური შემოსავალი, რომელიც სერვისის მიწოდებით იყო დაკავებული, გახლდათ 30 მილიონ ლარზე მეტი.

ახლა, როდესაც სახელმწიფო პროგრამით უფასოდ იღებს ბენეფიციარი იმას, რაშიც ფულს იხდიდა კერძო მიმწოდებლებთან, ითხოვს სამჯერ შემცირებულ დოზას. რა მიზეზით იწერებოდა ასეთ მომხმარებელზე სამჯერ დიდი დოზის ნარკოტიკი, საზოგადოებას მარტივად შეუძლია დასკვნების გამოტანა და საკუთარი ვერსიის ქონა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე კერძო მომწოდებლის შემთხვევაში, გამოყენებული საშუალო დოზა გაცილებით მაღალია, მთლიანად კერძო ჩანაცვლებით პროგრამის ფარგლებში გამოყენებულ საშუალო მაჩვენებელთან.

„თუ საერთო მაჩვენებელი იყო 11,5 მილიგრამი – კერძო დაწესებულებების შემთხვევაში მაქვს საუბარი, თორემ სახელმწიფოს შემთხვევაში ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია და 7,8 მილიგრამს შეადგენს – 20 მიმწოდებელი პუნქტიდან ოთხის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი აღემატებოდა 15 მილიგრამს, ზოგიერთ შემთხვევაში – 19-ს. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი და რა რისკებს შეიძლება ბადებდეს, ამაზეც საზოგადოება თავად შეძლებს დასკვნების გამოტანას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "ეს არის უპრეცედენტო მოვლენა - რა სიახლეს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე სენეგალიდან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights