შაბათი, სექტემბერი 6, 2025
მთავარისამინისტრო„თითქმის 200-მა ადამიანმა, რომელიც გადმოვიდა კერძო მიმწოდებლებიდან სახელმწიფოში, პირველივე დღიდან უარი განაცხადა...

„თითქმის 200-მა ადამიანმა, რომელიც გადმოვიდა კერძო მიმწოდებლებიდან სახელმწიფოში, პირველივე დღიდან უარი განაცხადა იმ დოზის მიღებაზე, რომელსაც ყიდულობდა კერძო დაწესებულებაში“-მიხეილ სარჯველაძე

შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ რეფორმის ეს ერთი ეტაპი წარმატებულად დასრულდა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის ერთი ეტაპის დასრულებაზე საუბრისას.

„თითქმის 200-მა ადამიანმა, რომელიც გადმოვიდა კერძო მიმწოდებლებიდან სახელმწიფოში, პირველივე დღიდან უარი განაცხადა იმ დოზის მიღებაზე, რომელსაც ყიდულობდა კერძო დაწესებულებაში. ახლა, როდესაც უფასოდ შევთავაზეთ ნარკოტიკი, ამ შემთხვევაში მან მოითხოვა სამჯერ შემცირებული დოზის მიღება. რამდენიმე კერძო მომწოდებლის შემთხვევაში გამოყენებული საშუალო დოზა გაცილებით მაღალია მთლიანად, კერძო ჩანაცვლებითი პროგრამის ფარგლებში გამოყენებულ საერთო, ზოგად, საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

შეინიშნება კერძო დაწესებულებების ცალკეულ მომხმარებლებს შორის საკმაოდ დიდი სიხშირე ნარკოტიკის გარეთ გამოტანის მცდელობების, რასაც ყოველ ჯერზე მოჰყვა სათანადო რეაგირება.

ამ პროცესში გამოვლინდა ცალკეული ნაკლოვანებები, მაგალითად არარეგულარული, ინციდენტური მომხმარებლის არსებობა პროგრამაში. არა ის, ვისაც სჭირდება, არამედ ის, ვისაც ხანდახან შეიძლება სურვილი ჰქონდეს, რომ მოიხმაროს ნარკოტიკი. მათთვის პროგრამა გათვალისწინებული არ არის.

განსაკუთრებულად დიდი მადლობა უნდა გადავიხადო ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ ლევან ჩაკვეტაძეს ამ პროცესების წარმატებულად წარმართვისთვის. აქვე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ მან მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ერთი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეფორმის მიმდინარეობისას გამოვლინდა ისეთი მანკიერებები, რომელიც ადასტურებს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო დროული და აუცილებელი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights