შაბათი, სექტემბერი 6, 2025
მთავარიშენი ექიმირომელი მავნე პროდუქტი რა ზიანს გვაყენებს და რა დაავადებების რისკის წინაშე ვდგებით...

რომელი მავნე პროდუქტი რა ზიანს გვაყენებს და რა დაავადებების რისკის წინაშე ვდგებით ყოველდღიურად

ენდოკრინოლოგი ლიკა თეთრაძე გადაცემაში “შუადღე” საუბრობს იმ საკვების შესახებ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს:

საკვები, რომელიც “გვპარავს” დროს. რომელი მავნე პროდუქტი რა ზიანს გვაყენებს და რა დაავადებების რისკის წინაშე ვდგებით ყოველდღიურად

„რაც უფრო პროცესირებული ხორცია, სწრაფი ათვისების ნახშირწყლებია გამოყენებული, მით უფრო მავნეა პროდუქტი. მნიშვნელოვანია, სწორი ჩვევების ჩამოყალიბება ბავშვთა ასაკში მოხდეს. მაგალითად, კარტოფილი უმჯობესია, სახლში შევწვათ ან გამოვაცხოთ. როდესაც კარტოფილს სხვადასხვა დაწესებულებაში ვყიდულობთ, ის ხომ ბევრჯერ გადამწვარი ცხიმშია მომზადებული. აქ მხოლოდ იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ არ არის სასურველი კარტოფილი ყოველდღიურად, ჭარბად მივიღოთ. ასევე, მნიშვნელობა აქვს, როგორ არის ის მომზადებული.

ასევე, ბურგერები, ვრეპები სახლში ისე მოვამზადოთ, რომ ნაკლებად მავნე იყოს. ყოველდღიურ რაციონში არ უნდა იყოს, მაგრამ როცა იქნება, შედარებით, ჯანსაღად მოვამზადოთ. აუცილებლად უნდა განეიტრალდეს და მნიშვნელოვანია, უჯრედისით მდიდარი საკვები, ბევრი ბოსტნეული, სახლში დამზადებული საკვები მივიღოთ.

მშობლებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. ბავშვი რაც უფრო გვიან დაიწყებს მარილის, თეთრი შაქრის გამოყენებას, უკეთესია. ბავშვმა შესაძლოა, იშვიათად არაჯანსაღი საკვები მიიღოს, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ გაზიანი სასმელი ყოველდღიურ რაციონში არ უნდა იყოს.

ბოსტნეული უჯრედისით მდიდარია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ რაციონში ბოსტნეულსა და ხილს დიდი წილი უნდა ეჭიროს. კენკრას ცალკე გამოვყოფდი. მოცვი, ჟოლო ძალიან სასარგებლო და ანტიოქსიდანტებით მდიდარია. ასევე, კარგია მწვანე ჩაი”.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პოსტ-COVID სინდრომი ანუ გახანგრძლივებული COVID ინფექცია - როგორ შეიცვალა იმუნური სისტემა? რა რისკები მოსდევს ამ ცვლილებებს? რა გენეტიკური ძვრები მოხდა ჩვენს ორგანიზმში ვირუსის გადატანის შემდეგ? რატომ არ იწვევს სხვა რესპირაციული ვირუსები ასეთ მძიმე პოსტვირუსულ სიმპრომებსა და სინდრომებს როგორც COVID19?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights