სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმივის დაუპირისპირდა გიორგი ფხაკაძე - „არ არის რეკომენდებული, არ აკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს...“

ვის დაუპირისპირდა გიორგი ფხაკაძე – „არ არის რეკომენდებული, არ აკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს…“

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე  ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკის ბრენდს „ნუკი კოსმეტიკს“, კერძოდ, ვიტამინების დანამატს აკრიტიკებს:

„VITANUKI Beauty Vitamin Blend არ არის რეკომენდებული
პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნუკის მიმართ მხოლოდ სიმპათია და პატივისცემა მაქვს — ძალიან სასიამოვნო ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობ. ეს განცხადება არ ეხება მის პიროვნებას და არც მის სუნამოების ხაზს, რომელიც, ვფიქრობ, შეიძლება მართლაც მაღალი ხარისხის იყოს და შესაბამისი სპეციალისტების შეფასებას საჭიროებს.
საუბარი ეხება მხოლოდ მის ვებსაიტზე წარმოდგენილ საკვებ დანამატებს.
ამ ეტაპზე „VITANUKI Beauty Vitamin Blend“ არ აკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს და სტანდარტებს, რის გამოც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ არ არის რეკომენდებული.
ვიმედოვნებ, რომ მომავალში პროდუქტის ფორმულა და დოკუმენტაცია დაიხვეწება, რაც საშუალებას მოგვცემს, იგი გადავიდეს რეკომენდებული დანამატების კატეგორიაში supplement.ge-ზე“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
ვის დაუპირისპირდა გიორგი ფხაკაძე – „არ არის რეკომენდებული, არ აკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს…“ | sheniekimi.ge | შენი ექიმი
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ნესტლე 60 ქვეყანაში შხამს ყიდიდა/ყიდის - Nestlé-ს ხელოვნური კვების ზოგიერთ პროდუქტში ცერიუსის ბაცილა ბინდრობს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights