სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროშეხვედრაზე ის ცვლილებები განიხილეს, რომელიც უმცროს ექიმებს სერტიფიცირების საშუალებას აძლევს და ამავდროულად,...

შეხვედრაზე ის ცვლილებები განიხილეს, რომელიც უმცროს ექიმებს სერტიფიცირების საშუალებას აძლევს და ამავდროულად, ხელს უწყობს დეფიციტური პროფესიების შევსებას

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჩხობაძის სახელობის კლინიკის უმცროს ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ის ცვლილებები განიხილეს, რომელიც უმცროს ექიმებს სერტიფიცირების საშუალებას აძლევს და ამავდროულად, ხელს უწყობს დეფიციტური პროფესიების შევსებას.

ამასთან, მკაცრადაა განსაზღვრული კონტროლის მექანიზმებიც: სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლისთვის, უმცროს ექიმს, წარმატებით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა, შესაბამისი სტაჟი, უნდა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოს დეტალური ანგარიში – მათ შორის – გატარებული პაციენტების რაოდენობა, ჩატარებული ჩარევები, ასისტენცია ოპერაციებზე და სხვა. საბოლოოდ, პროფესიული განვითარების საბჭო ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული კანდიდატის საკითხს და მიიღებს გამოცდაზე მისი დაშვების გადაწყვეტილებას.

როგორც ექიმებმა, ასევე, უმცროსმა სამედიცინო პერსონალმა აღნიშნული ცვლილება დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს გამოცდილ უმცროს ექიმებს, კლინიკებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიონ.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ცნობს იმ ადამიანების შრომას, ვინც დეფიციტურ დარგებში, წლებია, ემსახურება მოსახლეობას და განაცხადა რომ, ეს არის რეალური პრაქტიკული გამოცდილების აღიარება. მისი თქმით, გადაწყვეტილება ემსახურება, გეოგრაფიულად, თანაბარ წვდომას, კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე. განსაკუთრებით კი – რეგიონებში, სადაც დეფიციტი მწვავეა.

ცვლილების მიხედვით, დეფიციტურ სპეციალობებში, დასაქმებულ უმცროს ექიმებს, ვინც ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა უკვე ჩააბარეს და კლინიკაში, რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადით მუშაობენ, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე, ეძლევათ შესაძლებლობა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.

შეხვედრას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ესწრებოდა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights