📱 რამდენად სუფთაა თქვენი ტელეფონი? გაიგეთ, როგორ გაწმინდოთ ის სწორად, უსაფრთხოდ და ეფექტიანად
დღეს, როცა ხელების დაბანა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება ყოველდღიურ ჩვევად იქცა, ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი ხშირად გვრჩება: მობილური ტელეფონი.
ჩვენი სმარტფონი ყველგან თან გვაქვს — სამზარეულოში, აბაზანაში, ქუჩაში, ტრანსპორტში, საწოლში და, დიახ, ტუალეტშიც. ამ პატარა ეკრანს დღეში ათეულობით ან ასეულჯერ ვეხებით, მაგრამ როდის გავწმინდეთ ბოლოს?
🤢 ტელეფონი — ბაქტერიების და ვირუსების წყარო?
კვლევების მიხედვით, მობილური მოწყობილობები ხშირად შეიცავს ასობით მიკროორგანიზმს, მათ შორის ბაქტერიებსა და ვირუსებს. ზოგი მათგანი უვნებელია, მაგრამ ზოგი — ინფექციის წყაროდაც შეიძლება იქცეს.
ტელეფონს ხშირად ვაძლევთ სხვებს, ვეხებით ჭამისას, ვდებთ სხვადასხვა ზედაპირზე და შემდეგ ისევ მიგვაქვს სახესთან ახლოს. იმ დროს, როცა ხელებს რეგულარულად ვიბანთ, სმარტფონი ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფილია ჰიგიენური თვალსაზრისით.
როდესაც მობილურ ტელეფონებს მიკროორგანიზმებზე ამოწმებენ, მეცნიერები აუცილებლად პოულობენ ასობით სახეობის ბაქტერიასა და ვირუსს.
⚠️ ყველა საწმენდი საშუალება არ არის უსაფრთხო თქვენი ტელეფონისთვის
შეიძლება იფიქროთ, რომ სამზარეულოს საწმენდი სპრეი ან ხელის სანიტაიზერი სწრაფი გზაა ეკრანის გასაწმენდად. მაგრამ ეს სერიოზული შეცდომაა.
საფრთხეები, რაც შეიძლება ტელეფონს დაემართოს არასწორი წმენდის შედეგად:
-
ეკრანის ოლეოფობიური საფარის დაზიანება
-
შეხების მგრძნობელობის შემცირება
-
წყალგაუმტარობის დაქვეითება
-
კომპონენტების კოროზია ან მტვრის დაგროვება
ტელეფონის მწარმოებლები — როგორიცაა Apple და Samsung — არ გვირჩევენ ქლორის, წყალბადის ზეჟანგის, ძმრის, ფანჯრის საწმენდის ან მაღალი ალკოჰოლის შემცველი ხსნარების გამოყენებას.
✅ როგორ გავწმინდოთ ტელეფონი უსაფრთხოდ
შეგიძლიათ გაწმინდოთ ტელეფონი ეფექტურად და უსაფრთხოდ, თუ მიჰყვებით შემდეგ რეკომენდაციებს:
📌 დაგჭირდებათ:
-
70%-იანი იზოპროპილის ალკოჰოლი (მეტი არა!)
-
მიკროფიბრა რბილი ქსოვილი
-
ანტისტატიკური ჯაგრისი (დინამიკებისთვის/პორტებისთვის)
-
სურვილის შემთხვევაში — Clorox-ის ან სერტიფიცირებული სადეზინფექციო ხელსახოცები
📋 გაწმენდის ნაბიჯები:
-
მოხსენით ქეისი და აქსესუარები
-
გამორთეთ ტელეფონი
-
მიკროფიბრა ოდნავ დაასველეთ 70%-იანი იზოპროპილით (არ დაისველოს ზედმეტად!)
-
რბილად გადაუსვით ეკრანს და კორპუსს — თავიდან აიცილეთ ღიობებთან პირდაპირი შეხება
-
დინამიკების ან დამტენის პორტის გასაწმენდად გამოიყენეთ სუფთა, მშრალი ანტისტატიკური ჯაგრისი
-
დატოვეთ მშრალ ზედაპირზე, სანამ მთლიანად გაშრება
არასოდეს შეასხუროთ სითხე პირდაპირ ტელეფონს, რადგან ტენი შეიძლება შევიდეს პორტებსა და შიდა კომპონენტებში და გამოიწვიოს მოკლე ჩართვა ან კოროზია.
სარისკოა ტელეფონის ჩადება ნებისმიერი სახის საწმენდ საშუალებაში, წყალგაუმტარი მოდელებისთვისაც კი, რადგან ამით შეიძლება დეგრადირდეს დალუქვის ის საშუალებები, რომლებიც წყლის შეღწევას უშლიან ხელს.
არ გამოიყენოთ ქაღალდის ხელსახოცები, ქსოვილები ან უხეში ტილოები, რომლებმაც შეიძლება ტელეფონი დაკაწროს ან დატოვოს მტვერი, რომელიც შემდეგ ღიობებში გაიჭედება.
🚫 თავი შეიკავეთ შემდეგისგან:
-
პირდაპირი შესხურება ეკრანზე
-
წყალში ჩადგმა, თუნდაც წყალგაუმტარ მოდელში
-
ქაღალდის ან უხეში ქსოვილებით წმენდა
-
ალკოჰოლის მაღალი შემცველობის ხსნარები (70%-ზე მეტი)
-
ძმარი, ქლორი, ამიაკი, სანიტაიზერები
Apple და Samsung-ი საკუთარ მოწყობილობებზე არ გვირჩევენ ქლორის, წყალბადის ზეჟანგის, ძმრის, აეროზოლი სპრეების, ფანჯრის საწმენდების ან მაღალი კონცენტრაციის ალკოჰოლის შემცველი (70%-ზე მეტი) ხელსახოცების გამოყენებას.
სმარტფონთა უმეტესობა დაფარულია ოლეოფობიური ფენით — თხელი საფარით, რომელიც ხელს უშლის თითის ანაბეჭდებისა და ლაქების დამჩნევას. ძლიერი ქიმიური საშუალებები, როგორიცაა ალკოჰოლი, აცეტონი ან ამიაკზე დაფუძნებული საწმენდები ამ საფარს აცლის და თქვენს ტელეფონს უფრო მოწყვლადს ხდის ლაქებისადმი, მცირდება შეხებაზე რეაგირება.
გავრცელებულ სადეზინფექციო საშუალებას, ძმარს, ძლიერი მჟავიანობის გამო შეუძლია დაჟანგოს პლასტმასის ან ალუმინის კიდეები. მიუხედავად იმისა, რომ ქლორი და წყალბადის ზეჟანგი ძლიერ ეფექტიანი სადეზინფექციო საშუალებებია, ასევე ზედმეტად აგრესიულებია სამემოხმარებლო ელექტრონიკაში გამოყენებული დელიკატური მასალებისთვის.
ალკოჰოლის მაღალი შემცველობის ხელსახოცები პლასტამსს აშრობს და მუდმივი გამოყენებისას მტვრევადს ხდის.
📆 რამდენად ხშირად უნდა გაწმინდოთ ტელეფონი?
კვირაში ერთხელ მაინც — აუცილებელია.
თუმცა, თუ ხშირად სტუმრობთ მაღაზიებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ან ფიტნეს დარბაზებს — სჯობს დღეში ერთხელ გაიწმინდოს.
კოვიდის პანდემიის დროს, Apple-მა წმენდის საკუთარ სახელმძღვანელოს გადახედა და iPhone-ის მფლობელებს Clorox-ის სადეზინფექციო ხელსახოცებითა და 70%-იანი იზოპროპილი ალკოჰოლით წმენდის ნება მისცა; კომპანია იქვე დასძენდა, რომ ისინი უნდა გამოვიყენოთ სათუთად, რათა თავიდან ავიცილოთ ეკრანის საფარის დაზიანება და არ მოხდეს ტენის შესვლა მოწყობილობის შიგნით.
ასეთივე რჩევას გვთავაზობს Samsung-ი — რეკომენდაციას უწევს 70%-იანი ალკოჰოლით ოდნავ დასველებულ მიკროფიბრა ქსოვილს, მაგრამ ამავე დროს, თავი უნდა შევიკავოთ პორტებსა და ღიობებზე პირდაპირი გამოყენებისგან.
💡 ბოლო რჩევები:
-
მოერიდეთ ზედმეტ წმენდას — ეკრანის დამცავი ფენა დროთა განმავლობაში იშლება
-
ყოველთვის გამორთეთ ტელეფონი წმენდისას
-
გამოიყენეთ სანდო ბრენდების მიერ დამტკიცებული პროდუქტი
-
სარეკლამო დანიშნულების “მულტიფუნქციური” საწმენდები, როგორც წესი, ტელეფონისთვის არ არის ოპტიმალური
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi