შაბათი, აგვისტო 23, 2025
მთავარისამინისტროცენტრი ასრულებს ყველა მოთხოვნას და პაციენტებს უწყვეტად უწევს ხარისხიან და უსაფრთხო სამედიცინო...

ცენტრი ასრულებს ყველა მოთხოვნას და პაციენტებს უწყვეტად უწევს ხარისხიან და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას, რის შედეგადაც კმაყოფილების დონე მუდმივად იზრდება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015 – სერტიფიკატი მიენიჭა, რომელიც ცენტრმა საერთაშორისო ავსტრიული კომპანიის – TÜV Austria – მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად მიიღო.

სერტიფიკატის მინიჭება ადასტურებს, რომ ცენტრში, ხარისხის მენეჯმენტის სისტემა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ხარისხის გაუმჯობესება უწყვეტი პროცესია.

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ცენტრის თანამშრომლებს, წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ISO 9001:2015 სერტიფიკატი მხოლოდ ფორმალური დოკუმენტი არ არის – ის ცხადყოფს, რომ ცენტრის მუშაობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

საერთაშორისო კომპანია TÜV Austria-ს წარმომადგენლის განცხადებით, ISO 9001:2015 სერტიფიკატი ნიშნავს, რომ ცენტრი ასრულებს ყველა მოთხოვნას და პაციენტებს უწყვეტად უწევს ხარისხიან და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას, რის შედეგადაც კმაყოფილების დონე მუდმივად იზრდება.

ღონისძიება, ასევე, დაემთხვა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრანსპორტის საერთაშორისო დღეს, რომელიც 20 აგვისტოს აღინიშნება. მიხეილ სარჯველაძემ, აღნიშნა, რომ ცენტრს ჰყავს მრავალი თავდადებული და გამორჩეული თანამშრომელი, რომელთა ყოველდღიური შრომა პაციენტების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცენტრის მძღოლებსა და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტების უსაფრთხო და დროულ ტრანსპორტირებას.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა არის ჩვენი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც სიღარიბის შემცირების და პრევენციის მთავარი მექანიზმია“-მიხეილ სარჯველაძემ სტამბოლში, ოჯახის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights