ეს 3 კვებითი დანამატი არ არის რეკომენდირებული ❌️ გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს
ოფიციალური განცხადება:
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG)
📅 განახლების პერიოდი: 11 აგვისტო, 2025
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” (PHIG) ხელმძღვანელი.
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
2025 წლის აგვისტოს პირველ დღეებში საქართველოს საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ინსტიტუტმა (PHIG) საჯაროდ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი სამი კომპანიის მიერ რეალიზებული ბიოდანამატების ნაწილი არ აკმაყოფილებს საბაზისო საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრულია შემდეგი მოქმედი რეგლამენტებით:
• Regulation (EU) No 1169/2011 — საკვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება (მარკირება, ინგრედიენტების ჩამონათვალი, ალერგენები, კვებითი ღირებულება)
• Regulation (EC) No 1925/2006 — საკვებში ვიტამინებისა და მინერალების დამატების ნებართვა და შეზღუდვები
• Regulation (EC) No 1170/2009 — მინერალებისა და ვიტამინების ნუსხის განახლება
• Regulation (EC) No 1881/2006 — საკვებში დამაბინძურებელი ნივთიერებების მაქსიმალური დაშვებული დონე (მძიმე მეტალები, მიკოტოქსინები და სხვა)
კომპანიები და ბრენდები:
1. Solgar (სოლგარი) – /solgar.com/ აშშ
2. Iyaly (იალი იტალია) – /iyaly.com/ – იტალია
3. Greenway (გრინვეი) /https://new.mygreenway.eu/company /– რუსეთი / ნოვოსიბირსკი
ჩვენი კრიტერიუმები ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, სადაც მომხმარებლის უსაფრთხოება პირველ ადგილზე დგას:
• Certificate of Analysis (COA) — ლაბორატორიული ანალიზის ოფიციალური ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტის ინგრედიენტების შემცველობა ემთხვევა ეტიკეტზე მითითებულს და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საზიანო მინარევებს.
• დამოუკიდებელი მესამე მხარის სერტიფიცირება — დოკუმენტი უნდა იყოს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
• პროდუქტის წარმოების გამჭვირვალობა — ინფორმაცია მწარმოებლის, წარმოების ადგილისა და ლაბორატორიის შესახებ.
📌 მნიშვნელოვანი განახლება:
განახლების პერიოდში (7-10 აგვისტო, 2025) კვლავ მივმართეთ ზემოაღნიშნულ კომპანიებს ოფიციალური დოკუმენტაციის მოთხოვნით, რომელიც უნდა ადასტურებდეს, რომ მათი პროდუქტები აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.
დღევანდელი მდგომარეობით, არცერთ კომპანიას არ მიუწოდებია ოფიციალური, სანდო და სრულყოფილი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ მათი პროდუქტები აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.
ვერდიქტი:
❌ არ არის რეკომენდებული აღნიშნული ბიოდანამატების გამოყენება, სანამ არ იქნება წარმოდგენილი სანდო და სრულყოფილი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს მათ უსაფრთხოებასა და ხარისხს.
ეს განცხადება ეფუძნება არა ემოციას ან მიკერძოებას, არამედ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპებს.
🔹 მომხმარებლის უფლებაა იცოდეს, რა დონის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლს გადის პროდუქტი, რომელსაც იღებს.
🔹 კომპანიის ვალდებულებაა, ეს ინფორმაცია ღიად და გამჭვირვალედ მიაწოდოს საზოგადოებას.
“საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი” განაგრძობს მონიტორინგს და მზად არის დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს ახალი ინფორმაცია, თუ ასეთი დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება და დამაკმაყოფილებლად დადასტურდება.
👉 მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
📲 გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
✔ მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
🔹 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
🔹 Android: https://play.google.com/store/apps/details?id=ge.sheniekimi.app
📡 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ამავე თემაზე გაეცანით სტატიას აქ