ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
მთავარისამინისტრო„C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებაში თენგიზ ცერცვაძეს ღვაწლი შეუფასებელია და მისი როლი...

„C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებაში თენგიზ ცერცვაძეს ღვაწლი შეუფასებელია და მისი როლი გადამწყვეტი იყო როგორც პროგრამის დაგეგმვის, ისე – მისი ეფექტიანი განხორციელების პროცესში“

თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი სასანიამ აღნიშნა, C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებაში თენგიზ ცერცვაძეს ღვაწლი შეუფასებელია და მისი როლი გადამწყვეტი იყო როგორც პროგრამის დაგეგმვის, ისე – მისი ეფექტიანი განხორციელების პროცესში.

მისივე განმარტებით, თენგიზ ცერცვაძე იყო აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი საქართველოში, რომლის ძალისხმევითაც, ქვეყანამ შეძლო, თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია.

თენგიზ ცერცვაძე, წლების განმავლობაში, ხელმძღვანელობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს.

2009 წელს, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, ცენტრმა აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და კვლევებისთვის, მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია.

გარდა აღნიშნულისა, თენგიზ ცერცვაძე იყო ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების, ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, შიდსის საერთაშორისო საზოგადოებისა და სხვა არაერთი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების წევრი.

ღონისძიებას კოლეგები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „მის შემადგენლობაში შედიან: ექიმი - ნარკოლოგები, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები“-ჯანდაცვის მინისტრი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights