ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარიშენი ექიმი„დიდ ბრიტანეთში, 4-დან 14 ივლისამდე, გამოვლინდა ბოტულიზმის 38 შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო...

„დიდ ბრიტანეთში, 4-დან 14 ივლისამდე, გამოვლინდა ბოტულიზმის 38 შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო ყალბი, არალიცენზირებული ბოტულინის ტოქსინის პრეპარატის კოსმეტიკური მიზნით გამოყენებული ინექციით“- გია გვარამიას გაფრთხილება ბოტოქსის შესახებ

„გაფრთხილება ბოტოქსის შესახებ:

2025 წლის 18 ივლისს, გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ დიდ ბრიტანეთში, 4-დან 14 ივლისამდე, გამოვლინდა ბოტულიზმის 38 შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო ყალბი, არალიცენზირებული ბოტულინის ტოქსინის პრეპარატის კოსმეტიკური მიზნით გამოყენებული ინექციით.
მიმდინარეობს გამოძიება ამ საკითხის შესახებ.
სამწუხაროდ, საქართველოში ამ პრეპარატებზე და ინექციების გამოყენებაზე არ ხორციელდება სათანადო სახელმწიფო კონტროლი, რის გამოც შესაძლებელია ჩვენს ბაზარზეც მოხვდეს არალეგალური პრეპარატები.
ხშირად ბოტოქსის ინექციები ტარდება არალიცენზირებულ დაწესებულებებში, არასათანადოდ მომზადებული სპეციალისტების მიერ.
სპეციალისტებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და გამოიყენონ მხოლოდ ოფიციალური გზით შემოტანილი, ლიცენზირებული პრეპარატები.
პაციენტებს ვურჩევთ, პროცედურები ჩაიტარონ მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებებში და პროცედურის ჩატარებამდე დარწმუნდნენ, რომ გამოყენებული პრეპარტი ლეგლურია.
ჯანმრთელობას გისურვებთ.“- წერს პლასტიკუტი წირურგი გია გვარამია

„დიდ ბრიტანეთში, 4-დან 14 ივლისამდე, გამოვლინდა ბოტულიზმის 38 შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო ყალბი, არალიცენზირებული ბოტულინის ტოქსინის პრეპარატის კოსმეტიკური მიზნით გამოყენებული ინექციით“- გია გვარამიას გაფრთხილება ბოტოქსის შესახებ | sheniekimi.ge | შენი ექიმი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პარალელურად, პრემიერის გადაწყვეტილებით, ნარკოტიკის მომხმარებლებზე ზრუნვაც პრიორიტეტად განისაზღვრა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights