სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმიკროპლასტმასი ტვინში, სისხლსა და დედის რძეში - მეცნიერების განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია პლასტმასის...

მიკროპლასტმასი ტვინში, სისხლსა და დედის რძეში – მეცნიერების განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია პლასტმასის ნაწილაკების ადამიანის თავის ტვინში აღმოჩენამ

მიკროპლასტმასი ტვინში, სისხლსა და დედის რძეში –

რა რაოდენობით ნანო ნაწილაკები ხვდება ჩვენს ორგანიზმში ყოველდღიურად?

ყოვწელწლიურად ჩვენს ორგანიზმში პლასტმასის მთელი რიგი მიკროსამყარო იყრის თავს. საშუალოდ 5 ტრილიონამდე ნაწილაკი, მხოლოდ ერთ კვირაში კი ჩვენდაუნებურად დაახლოებით ერთი საბანკო ბარათის ზომის მიკროპლასტმასს ვყლაპავთ.

პლასტმასის ეს უხილავი ნაწილაკები ჩვენს სხეულში სხვადასხვა გზით ხვდება. მაგალითად მაშინ, როხა წყალს პლასტმასის ბოთლიდან ვსვამთ, ვსამთ 150-325  გრამამდე მიკროპლასტმასს და ამის შესახებ არაფერი ვიცით, მათ ვყლაპავთ ჭამის დროსაც, პლასტმასის კონტეინერების თუ ერთჯერადი დანა-ჩანგლების გამოყენების დროს და თითო ასეთი ულუფის მირთმევის შედეგად ჩვენს ორგანიზმში დაახლოებით 100-250-მდე მიკრონაწილაკი აღწევს.

საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩაის ერთჯერადი პაკეტები და მხოლოდ ერთი ფინჯანი ჩაი 14 მილიარდამდე მიკროპლასტმასს შეიცავს. 25 ათასზე მეტი ნანონაწილაკი გამოიყოფა ყავის ერთჯერადი ქაღალდის ჭიქიდანაც. განსაკუთრებით ცხელი სასმელების მირთმევის დროს.

მიკროპლასტმასის 90% კუჭ-ნაწლავის გზით გამოიდევნება, თუმცა დარჩენილი 10% ორგანიზმში შეიწოვება და მძიმე პათოლოგიების მიზეზი ხდება. იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, ქრონიკულ ანთებებს, ჰორმონალურ დარღვევებს, ნევრულ და რეპროდუქციულ პრობლემებს, იმუნური სისტემის დაქვეითებას, მეტაბოლურ აშლილობებს, უნაყოფობას, უშვილობას და განვითარების შეფერხებას ბავშვებში.

მეცნიერების განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია პლასტმასის ნაწილაკების ადამიანის თავის ტვინში აღმოჩენამ, რადგან ეს ორგანო დაცულია სისხლტვინის ანუ ჰემატოენცოფარული ბარიერით, რომელიც ხელს უშლის სისხლიდან ტოქსიკური ნივთიერებების მასში შეღწევას.

საშიშია ის ფაქტი, რომ მიკროპლასტმასი ინერტული არ არის. როცა ის ადამიანის ტვინში აღწევს, იქ ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას იწყებს, რომლებიც ანგრევს ჰორმონალურ ბალანსს და აფერხებს უჯრედების აღდგენას. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ტვინი ყველაზე აქტიური და ყველაზე დაუცველი ორგანოა. ასეთ ზიანს კი შეუძლია სერიოზულად დააზიანოს ნერვული სისტემა და მთლინად შეცვალოს მისი ფუნქციონირება. პლასტმასი კიდევ ერთი მიზეზითაც სახიფათოა, ის ცხიმში ხსნადია, რაც ნიშნავს, რომ ჩუმად გროვდება სხეულში და წლობით რჩება იქ როგორც უხილავი  ტოქსინი.

  ეს საჭიროა იცოდეს ყველამ, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე

დღეს პლასტმასის წარმოება იზრდება და ეს შაუქცევადი პროცესია, რაც ცხადად გვაჩვენებს, რომ ეს პრობლემა, რომელიც კი არ გაქრება, უფრო გამწვავდება…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights