თანამედროვე მსოფლიოში, სადაც მრეწველობაში უამრავი მავნე ქიმიური ნივთიერება გამოიყენება, მომხმარებლები მუდმივად ვართ ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანების რისკის წინაშე.
თუმცა, საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობაზე უსაფრთხოების მოთხოვნები არ არის დაწესებული და სახელმწიფო კონტროლიც არ ხორციელდება. ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც უკონტროლო და დიდი საფრთხის შემცველია, არის ბიჟუტერია.
ჩვენი ინიციატივით ჩატარებული კვლევების შედეგად, იხ. საქართველოს მაღაზიებში ნაყიდი ბიჟუტერიის ბევრ ნიმუშში ტყვიისა და კადმიუმის დიდი ოდენობები აღმოჩნდა, რომლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, რამდენიმე ათასჯერაც კი აღემატებოდა ევროკავშირში დაშვებულ ზღვრებს!
სხეულთან სისტემატური შეხებისას, განსაკუთრებით კი სიცხის დროს, როცა კანში მდებარე ფორები იხსნება, ბიჟუტერიის შემცველი ლითონები ადამიანის ორგანიზმში გადადის და სხვადასხვა მძიმე დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს, ან უკეთეს შემთხვევაში, ალერგიას იწვევს. ასეთ პირობებში, მოქალაქეებმა შეძლებისდაგვარად თავად უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე ბიჟუტერიის მოხმარებისას. ამაში დაგვეხმარება დანიის მომხმარებელთა საბჭოს მიერ შემოთავაზებული მარტივი რჩევები: კითხვის გაგრძელება…