კოსმეტიკური საშუალებების ვადები

0
449
#post_seo_title

საქართველოსა და ევროკავშირში კოსმეტიკური საშუალებების მიმართ არ არსებობს პირდაპირი, მკაფიო მოთხოვნა, რომ მოხმარების ვადები უშუალოდ ეტიკეტზე იყოს დატანილი. ეს პროდუქტის სპეციფიკური თვისებებითაა გამოწვეული. კოსმეტიკურ პროდუქციას გამოყენების ხანგრძლივი  ვადები აქვს. ამავე დროს, მას გააჩნია „მინიმალური“ და „მაქსიმალური“ ვადები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება გაუხსნელი და გახსნილი პროდუქტისათვის. მინიმალური ვადა გულისხმობს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც პროდუქტი თავის ყველა თვისებას სრულად ინარჩუნებს და საუკეთესოა გამოყენებისთვის. ამ ვადის გასვლის შემდეგ, პროდუქტი თანდათან კარგავს თავის თვისებებს, თუმცა, მაქსიმალური ვადის გასვლამდე უვარგისი არ ხდება.

   ამგვარად, მომხმარებლისთვის რთული აღსაქმელი იქნებოდა კოსმეტიკურ პროდუქციაზე ვადების მითითება. ბაზრის პირობებმა მოითხოვა ვადის დატანასთან დაკავშირებით კანონმდებელი ლმობიერი ყოფილიყო. ალტერნატივის სახით, შეფუთვაზე დატანილი პროდუქტის სერიული ნომრის მითითების შემდეგ, მომხმარებელს სხვადასხვა საიტებზე შეუძლია მარტივად დაადგინოს  მისი ვარგისიანობის ვადა. ასეთებია, მაგალითად, http://checkcosmetic.net/ ან http://www.checkfresh.com.  მეტი ინფორმაციისთვის კი მომხმარებელს შეუძლია თავად მწარმოებელს მიმართოს. კითხვის გაგრძელება

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საფრთხის შემცველი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ