საზოგადოების ცოდნა, დამოკიდებულებები და ქცევა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით

0
457
გენმოდიფიცირებული სურსათი
#post_seo_title

საზოგადოების ცოდნა, დამოკიდებულებები და ქცევა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) სურსათის უვნებლობასთან და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ცოდნა, დამოკიდებულებები და ქცევა შეისწავლა. კვლევა ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში.

რაოდენობრივი კვლევა ჩაატარა კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“-მ (ACT), ხოლო თვისებრივი კვლევა (მომხმარებელთა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ქცევის მამოძრავებელი ფაქტორები) – ქცევის ანალიზის სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდმა.

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1203 ჩაღრმავებული, პირისპირ ინტერვიუ გაიმართა. კვლევის შედეგების განზოგადება შესაძლებელია ქვეყნის დონეზე.

კვლევამ შემდეგი საკითხები მოიცვა:

  • სურსათის უვნებლობის კუთხით ინფორმირებულობის დონე და ინფორმაციის წყაროები.
  • სურსათის სარეალიზაციო და კვების ობიექტებთან დაკავშირებული გამოცდილება.
  • სურსათის უვნებლობის დარღვევებზე რეაგირების გამოცდილება.
  • საჯარო დაწესებულებების ცნობადობა და მათდამი ნდობა.
  • მეწარმეებისადმი ნდობა და სურსათის უვნებლობის მდგომარეობის შეფასება.

მომხმარებელთა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ქცევის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა, ქცევის ინსაითების მეთოდოლოგიით (BISC Methodology) განხორციელდა. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა 36 რესპონდენტთან, როგორც თბილისში, ისე რამდენიმე რეგიონში. კვლევა ასევე მოიცავდა ეთნოგრაფიულ კომპონენტს, ანუ სურსათის შეძენის ჩვეულ ქცევაზე მომხმარებლების დაკვირვებას. სულ 4 ეთნოგრაფიული დაკვირვება განხორციელდა, როგორც თბილისში, ისე ორ რეგიონში.

კვლევის შედეგები დაეხმარება სახელწიფო დაწესებულებებს, დონორ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით საკუთარი საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში, განსაკუთრებით სამოქალაქო განათლებასა და საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობაში.

კვლევის ანგარიში იხილეთ შემდეგ ბმულებზე: კითხვის გაგრძელება…

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  Doppelherz ომეგა 3 არ არის რეკომენდირებული - გიორგი ფხაკაძის მორიგი გაფრთხილება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ