რძის ნაწარმის შემოწმება მცენარეული ცხიმის შემცველობაზე – მონიტორინგის დასკვნითი ანგარიში

0
349
#post_seo_title

რძის ნაწარმის შემოწმება მცენარეული ცხიმის შემცველობაზე – მონიტორინგის დასკვნითი ანგარიში

2023 წლის დეკემბერში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) რძის ნაწარმის მცენარეული ცხიმის შემცველობაზე შემოწმება განახორციელა.

საქართველოს კანონმდებლობით, პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით არის ჩანაცვლებული, არ წარმოადგენს რძის ნაწარმს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. ასეთ ქმედებას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და ეს შესაძლოა მიზანმიმართული ფალსიფიკაციაც იყოს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

შემოწმებული ნიმუშების სია და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

საერთო ჯამში, 20 ნიმუშის შემოწმების შედეგად შემდეგი სურათი გამოიკვეთა:

  • 20 ნიმუშიდან 5-ში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა.
  • აღნიშნული 5 ნიმუშიდან 4 არაეტიკეტირებული იყო, მათ შორის, 3 ნიმუშის მწარმოებელი უცნობია.
  • სავარაუდოდ, ყველა ნიმუში, რომლებშიც დარღვევები გამოვლინდა შედარებით მცირე მეწარმეების მიერაა წარმოებული.

კვლევის მასშტაბის გათვალისწინებით, შედეგების მთელ ქვეყანაზე განზოგადება არ შეიძლება, თუმცა, ამგვარი მცირე მასშტაბისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციის არარსებობის პირობებში, ნიმუშების 25%-ში დარღვევების გამოვლენა იმაზე მოწმობს, რომ  მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტის რძის ნაწარმის დასახელებით გაყიდვა ქვეყანაში ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შედარებისათვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ 2023 წელს მცენარეული ცხიმის შემცველობაზე შემოწმებული 250 ნიმუშიდან დარღვევები მხოლოდ 11 ნიმუშში, 4.4%-ში იქნა გამოვლენილი.

როგორც ვხედავთ, CSRDG-ის კვლევის შედეგად, დარღვევები გამოვლინდა შედარებით მცირე მეწარმეების მიერ წარმოებულ, უმეტესწილად, არაეტიკეტირებულ სურსათში. ანალოგიური სურათი გამოიკვეთა ჩვენი ორგანიზაციის მიერ 2023 წლის შემოდგომაზე ჩატარებული თვისებრივი კვლევის შედეგადაც (იხ. https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6816).

არაეტიკეტირებული სურსათი, რომელიც რიგით მომხმარებელს ნატურალური სოფლის პროდუქცია ჰგონია, შეიძლება ასეთი სულაც არ იყოს და მოქალაქე არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მანიპულაციების მსხვერპლი აღმოჩნდეს.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეაგირება

რძის ნაწარმის დასახელებით გაყიდულ სურსათში მცენარეული ცხიმის გამოვლენის შემთხვევების შესახებ წერილობითი შეტყობინებები გაიგზავნა შესაბამის მეწარმეებთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში (სეს).

  საფრთხის შემცველი კოსმეტიკა და პარფიუმერია

CSRDG-ის მიმართვების საფუძველზე, სეს-მა შემდეგი ღონისძიებები განახორციელა:

  • შეამოწმა 4 მეწარმე (1 ყველის საწარმო და 3 მაღაზია).
  • ოთხივე მეწარმესთან სხვადასხვა დარღვევა გამოავლინა, მათ შორის, სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის (იგივე „ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის“) გარეშე საქმიანობა, ვადაგასული სურსათის გაყიდვა, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა და სხვა.
  • მეწარმეებს დარღვევების გამოსწორება დაავალა.
  • 2 მაღაზიას შეუჩერა საქმიანობა სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციამდე.
  • დარღვევების გამო, სამივე შემოწმებული მაღაზია 500-500 ლარით დააჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა მნიშვნელოვანი დარღვევაა, ვინაიდან, პირველ რიგში, სწორედ რეგისტრაციის შედეგად იღებს სეს ინფორმაციას მის კონტროლს დაქვემდებარებული მეწარმეების შესახებ და შესაბამისად ადგენს საკუთარი კონტროლის გეგმებს.

როგორც ჩანს, სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით მცირე ზომის ბიზნესობიექტების შემთხვევაში. ეს ჩვენი ინიციატივით 2023 წლის ოტქომბერში განხორციელებული მონიტორინგის შედეგადაც გამოვლინდა, როდესაც, CSRDG-ის პარტნიორი ორგანიზაციების მიმართვების შემდეგ, სეს-ის მიერ შემოწმებული 18 მეწარმიდან 6 რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა (იხ. https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6813).

ზემოაღნიშნული ქმედებების მიუხედავად, სეს-მა ვერ შეძლო ჩვენს მიერ გამოვლენილი დარღვევების დადასტურება – რძის ნაწარმის სახელწოდებით გაყიდულ სურსათში მცენარეული ცხიმის გამოვლენა. სეს-ის მიერ შემდეგი მიზეზები დასახელდა: განაგრძეთ კითხვა…

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ