ტრანსცხიმის შემცველობა მარგარინებში

0
515
ტრანსცხიმის შემცველობა მარგარინებში
#post_seo_title

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ მარგარინების (გამყარებული მცენარეული ცხიმების) ნიმუშები და გავაგზავნეთ საერთაშორისო ლაბორატორიულ ქსელ „ევროფინსში“ შემავალ თურქეთის ლაბორატორიაში, ტრანსცხიმების შემცველობაზე შესამოწმებლად.

 ევროკავშირში მოქმედი ნორმის მიხედვით, დარღვევა 1 ნიმუშში გამოვლინდა, ესაა საბუტერბროდე მცენარეული ცხიმი „ლუნა“, დამზადების/ვარგისიანობის თარიღი/პარტია: 09.12.2024 – 09.12.2025 / A. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ  35-ე ნიმუში ქვემოთა სიაში. მიღებული შედეგი საქართველოში მოქმედი ნორმის მიხედვითაც დარღვევა გამოდის.

მარგარინი ფართოდ მოხმარებადი სურსათია. მას მოიხმარენ როგორც უშუალოდ მოქალაქეები, ისე საკონდიტროები, თუ კვების ობიექტები. ასე რომ, ამ პროდუქტის უვნებლობა ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯამრთელობისათვის.

ტრანსცხიმებს ბუნებრივად შეიცავს საქონლის ხორცი და რძის ნაწარმი. ტრანსცხიმი, ასევე, წარმოიქმნება მცენარეული ცხიმის თხევადიდან მყარ მდგომარეობაში გადაყვანის, ანუ მარგარინის წარმოების დროს, იმ შემთხვევაში, როდესაც ჰიდროგენიზაციის ტექნოლოგიური პროცესი ბოლომდე არ არის მიყვანილი. ასეთი მარგარინის გამოყენებით სხვა პროდუქტების შეწვის ან გამოცხობის დროს კი ტრანსცხიმს უკვე ეს სურსათიც შეიცავს. მცირე ოდენობით ტრანსცხიმი წარმოიშობა მცენარეული ზეთის მაღალ ტემპერატურაზე გაცხელების დროსაც. სურსათის წარმოება-გადამუშავების დროს წარმოქმნილ ტრანსცხიმებს ინდუსტრიულ ტრანსცხიმებს უწოდებენ.

როგორც სურსათში ბუნებრივად არსებული, ისე ინდუსტრიული ტრანსცხიმები თანაბრად მავნებელია. ისინი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს, რაც ადამიანთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია მსოფლიოში. თუმცა, სურსათში ინდუსტრიული ტრანსცხიმის წარმოქმნისაგან თავის არიდება შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირში მოქმედებს ნორმა, რომლის შესაბამისადაც, სურსათში ინდუსტრიული ტრანსცხიმის შემცველობა 100 გ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს. საქართველოში ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილ სურსათში ინდუსტრიული ტრანსცხიმის შემცველობა აკრძალულია. თუმცა, მოზრდილი ასაკის მომხმარებლებისათვის განკუთნილ სურსათთან მიმართებაში ნორმა გაცილებით ლმობიერია, ვიდრე ევროკავშირში და, ვიდრე ამას ჯანმოს რეკომენდაცია ითვალისწინებს. საქართველოში ინდუსტრიული ტრანსცხიმის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს 100 გ მზა სურსათში. მაშინ როდესაც 100%-იანი ცხიმის შემცველობა მარგარინებშიც კი არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ, სხვა სურსათზე, რომელიც ცხიმს მხოლოდ ნაწილობრივ შეიცავს.

  Amvilab Spirulina 500 mg - არ არის რეკომენდირებული - გიორგი ფხაკაძე

უფრო ზუსტად, საქართველოში მოქმედი ნორმა ისეთ სურსათზე ვრცელდება, რომელიც  არა ბუნებრივ, არამედ ინდუსტრიულ ტრანსცხიმს შეიძლება შეიცავდეს, კერძოდ, მხოლოდ იმ მზა სურსათზე, რომელიც შეიცავს ტრანსცხიმს, მიღებულს ისეთი პროცესებისაგან, როგორიცაა: ა) მცენარეული ცხიმის ჰიდროგენიზაცია; ბ) მცენარეული ცხიმის  მაღალ ტემპერატურაზე ექსტრაქცია (არანაკლებ 110°C-ისა); გ) სურსათის შეწვა ან/და გაცხელება მცენარეულ ცხიმში.

სურსათში ინდუსტრიული ტრანსცხიმის კონტროლზე სურსათის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტია (იმპორტირების დროს) პასუხისმებელი. მათ მიერ გამოკვლეული პროდუქტებიდან, 2021-2024 წლებში დარღვევები მხოლოდ 2 ნიმუშში გამოვლინდა. ცხადია, სახელმწიფო უწყებები სურსათის კვლევებს საქართველოში მოქმედი ნორმის შესაბამისად ახდენენ. კვლევები ადგილობრივ ლაბორატორიებში მიმდინარეობს, რომლებიც დასკვნებს ქვეყანაში არსებული მოთხოვნების შესაბამისად ამზადებენ. კითხვის გაგრძელება…

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ