რა არის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები? რა სიმპტომები ახასიათებს? რა არის ჰიპერტენზია?

0
363
სისხლძარღვთა დაავადებები
#post_seo_title

 რა არის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები?

❤️‍🩹 გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. დაავადებების ეს ჯგუფი მოიცავს გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა გართულებას. გულის შეტევა და ინსულტი სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია. მათ იწვევს დაბლოკვა, რაც ხელს უშლის სისხლის ნაკადის მოძრაობას გულში ან ტვინში. ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ცხიმოვანი ნალექების დაგროვება სისხლძარღვების შიდა კედლებზე, რომლებიც გულსა და ტვინს ამარაგებენ. ინსულტი ტვინში სისხლძარღვიდან სისხლდენამ ან სისხლის შედედებამაც შეიძლება გამოიწვიოს.
🔎 რა სიმპტომები ახასიათებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს?
ხშირად, სისხლძარღვების დაავადებები სიმპტომების გარეშე მიმდინა­რეობს­ და გულის შეტევით ან ინსულტით ვლინდება.
გულის შეტევის სიმპტომები შეიძლება იყოს ტკივილი ან დისკომფორტი გულ-მკერდის არეში, მკლავებში, მარცხენა მხარში, იდაყვებში, ყბასა თუ ზურგში. გარდა ამისა, შესაძლებელია, ადამიანს სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, ღებინება, ცივი ოფლი და გაფითრებაც აღენიშნებოდეს.
ინსულტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია სახის, მკლავის ან ფეხის უეცარი სისუსტე, უფრო ხშირად სხეულის ერთ მხარეს.
ამ სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია, ადამიანმა დაუყოვნებლივ მიიღოს სამედიცინო დახმარება.
🌡 რა არის ჰიპერტენზია?
ჰიპერტენზია („მაღალი წნევა“) გულსისხლძარღვთა დაავადებების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია. იგი წარმოიქმნება, როცა სისხლძარღვებში წნევა მკვეთრად იმატებს (მაგალითად, 140/90 mmHg ან მეტი). ეს ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა და მკურნალობის გარეშე მნიშვნელოვანი გართულებების გამოწვევა შეუძლია.
ჰიპერტენზიას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, ვინაიდან, ხშირად არ ახასიათებს გამოკვეთილი სიმპტომები, გარდა არტერიული წნევის მატებისა. ამ დროს ხდება სასიცოცხლო სამიზნე ორგანოების დაზიანება, იზრდება გულის კუნთის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის განვითარების რისკი.
ამისათვის, აუცილებელია წნევის რეგულარულად გაზომვა. ძალიან მაღალ წნევას შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილები, მხედველობის დაბინდვა, ტკივილი მკერდის არეში და სხვა დისკომფორტი.

იცოდით?
✔ მსოფლიოში სიკვდილიანობის 32% გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე მოდის. აქედან, 85% უკავშირდება გულის შეტევასა და ინფარქტს.
✔ ჰიპერტენზიის მქონე ზრდასრულების 46%-მა შესაძლოა არც კი იცოდეს ამის
შესახებ.
✔ მნიშვნელოვანია გულსისხლძარღვთა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მართვის დროულად დაწყება.
✔ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელია ქცევითი ცვლილებებით, როგორიცაა თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტა, ჯანსაღი კვების რეჟიმი, წონის კონტროლი, ფიზიკური
აქტივობა 🥦🚶‍♀️🚭
👉 როგორაა შესაძლებელი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მეთვალყურეობა ტელემედიცინის მეშვეობით?
🏡 საქართველოში, უკვე 110 სოფლის ამბულატორიაში დაინერგა ტელემედიცინის სერვისები. ეს ნიშნავს რომ პაციენტს შეუძლია გულსისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული კონსულტაციები სპეციალისტ ექიმთან თავისივე სოფლის ამბულატორიიდან მიიღოს.
ტელემედიცინის დანადგარის მეშვეობით პაციენტს შეუძლია დისტანციურად, ვიდეო ზარით დაუკავშირდეს სპეციალისტ ექიმს (კარდიოლოგს) და მასთან ერთად განიხილოს სიმპტომები და სხვადასხვა ფაქტორები. გარდა ამისა, ისეთი ხელსაწყოებით, როგორიცაა, მაგალითად, ციფრული ელექტროკარდიო­გრამა (ეკგ) და ციფრული ოფთალმოსკოპი, ექიმი შეძლებს დისტანციურად გამოიკვლიოს პაციენტის გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობა და მისცეს შესაბამისი დანიშნულება.

  „დიდ ბრიტანეთში, 4-დან 14 ივლისამდე, გამოვლინდა ბოტულიზმის 38 შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო ყალბი, არალიცენზირებული ბოტულინის ტოქსინის პრეპარატის კოსმეტიკური მიზნით გამოყენებული ინექციით“- გია გვარამიას გაფრთხილება ბოტოქსის შესახებ

World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში 

შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: ტექსტი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ