პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარიშენი ექიმირატომ არ არის სასურველი ძალიან ცხელი ყავისა და ჩაის მირთმევა და იწვევს...

რატომ არ არის სასურველი ძალიან ცხელი ყავისა და ჩაის მირთმევა და იწვევს თუ არა ცხელი სასმლის მიღება სხვადასხვა სიმსივნურ პათოლოგიას – კლინიკური ონკოლოგის გაფრთხილება

იწვევს თუ არა ცხელი სასმლის, ყავის, ან ჩაის მიღება სხვადასხვა სიმსივნურ პათოლოგიას?! – მაქსიმუმ რა ტემპერატურის სასმლის მიღება შეგვიძლია, რომ არ გავნოს?!

კლინიკური ონკოლოგი – ელენე მარიამიძე სასარგებლო რჩევებით, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რატომ არ არის სასურველი ძალიან ცხელი ყავისა და ჩაის მირთმევა და იწვევს თუ არა ცხელი სასმლის მიღება სხვადასხვა სიმსივნურ პათოლოგიას.

ცხელი სასმელების მიღება კულტურული ტრადიციაა ბევრ ქვეყანაში, თუმცა არასწორი ჩვევები ჯანმრთელობაზე სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ტემპერატურა, ჭურჭელი და მოხმარების სიხშირე.

რეკომენდაცია: ჩაის ჩამოსხმის შემდეგ მინიმუმ 10 წუთით დაელოდეთ, სანამ დალევთ.


რატომ აქვს მნიშვნელობა ჭურჭელს?

ყოველთვის უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჭურჭელი გათვლილია მაღალი ტემპერატურისთვის. პლასტმასის ჭიქები ან კონტეინერები, რომლებსაც არ აწერიათ „ცხელი სითხისთვის განკუთვნილი“, სითბოს ზემოქმედებით გამოყოფენ მავნე ნივთიერებებს. იგივე ეხება მიკროტალღური ღუმელისთვის არარგამოყენებად ჭურჭელსაც.

მნიშვნელოვანია: ეცადეთ, ცხელი სასმელები და საკვები მოათავსოთ მხოლოდ სერტიფიცირებულ თერმო-რეზისტენტულ ჭურჭელში.


კიბოს რისკფაქტორები, რომელსაც უნდა მოერიდოთ

სამი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც ერთმანეთთან ერთად ზრდიან ონკოლოგიური დაავადებების რისკს:

  1. ძალიან ცხელი სითხეები – მუდმივი თერმული დაზიანება ლორწოვანზე.

  2. არასათანადო ჭურჭელი – ქიმიური ნივთიერებების გამოყოფა მაღალი ტემპერატურისას.

  3. ცუდი ჩვევები – თამბაქოს, ალკოჰოლისა და ცხელი სასმელების კომბინაცია განსაკუთრებით მავნეა.

1990-იან წლებში ბევრ ქვეყანაში გავრცელებული იყო ასეთი პრაქტიკა: სიგარეტის მოწევა, ძალიან ცხელი ყავის მიღება და შემდეგ ალკოჰოლის მირთმევა. ამ მიდგომას უკვე არაერთი კვლევა უკავშირებს საყლაპავისა და კუჭ-ნაწლავის ონკოლოგიურ დაავადებებს.


როგორ დავიცვათ თავი?

  • დაელოდეთ ჩაის გაგრილებას ჩამოსხმის შემდეგ.

  • გამოიყენეთ მხოლოდ შესაბამისი ჭურჭელი.

  • მოერიდეთ სიგარეტს და ალკოჰოლს, განსაკუთრებით ცხელი საკვების მიღების პარალელურად.

  • არ გახადოთ ცხელი სითხის ყოველდღიური მიღება ჩვევად.

– ჩაის შემთხვევაში, ორი მარტივი წესია – რომ ჩამოვასხამთ, 10 წუთის განმავლობაში არ უნდა მივიღოთ. კვირაში ერთხელ ეს ისეთი მავნე არ იქნება. თუმცა, რუტინად ქცეული არ უნდა იყოს. მაგალითად, ირანში კულტურული წესია, რომ ყველა სტუმარს ცხელი სითხეებით უმასპინძლდებიან. ეს წლების განმავლობაში გრძელდება, რაც, სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ერთ-ერთი რისკია. მარტივად რომ ვთქვათ, ჭიქას რომ ხელს ვერ მოვკიდებთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცხელია და ტემპერატურა უსაფრთხო არ არის. ჩამოსხმიდან 10 წუთი უნდა დაველოდოთ. ასევე, ჭიქა ძალიან ცხელი არ უნდა იყოს. ყურადღება უნდა მივაქციოთ ჭურჭელს, რომელშიც ცხელ სითხეს ვასხამთ, რომ ის ამ მიზნისთვის იყოს გათვლილი.

  დადასტურდა:  „უბრალო“ ვირუსი, რომელიც შეიძლება კანის კიბოს იწვევდეს

ონკოლოგიური პრობლემები ერთი ფაქტორით იშვიათადაა გამოწვეული. კომბინაციაა. არსებობს სამეული, რასაც ყველაზე მეტად უნდა მოვერიდოთ, ესენია: ძალიან ცხელი სითხეების მოთავსება იმ კონტეინერებში, რომლებიც ამაზე არ არის გათვლილი. მაგალითად, პლასტიკატები, რომლებსაც არ აწერია, რომ ცხელი სითხეებისათვის გამოიყენება. ასევე, თუ მიკროტალღურ ღუმელში ვაცხელებთ საჭმელს და იმ კონტეინერს არ აწერია, რომ მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად ვარგისია, გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, რომლებმაც წლების ექსპოზიციის შემდეგ, შესაძლოა, განავითაროს და ხელი შეუწყოს ონკოლოგიას. გარდა ამისა, რისკია ალკოჰოლი და თამბაქო. მაგალითად, 90-იან წლებში ხშირად ძალიან ცხელ ყავას მიირთმევდნენ, სიგარეტთან ერთად, შემდეგ კი ალკოჰოლს აყოლებდნენ. ეს ძალიან მავნეა. ამიტომ, ძალიან ცხელი საკვებისა და სასმლის მიღებას მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ.

ნებისმიერი ქრონიკული ანთება, რაღაც ეტაპზე, წლების განმავლობაში ცხელი სასმლის მიღების შემთხვევაში შეიძლება, ონკოლოგიურ დაავადებად გადაიზარდოს. მდუღარე საკვებისა და სასმლის მიღება ლორწოვანს ძალიან აღიზიანებს. ამას თუ ქრონიკული ხასიათი აქვს და ყოველდღიურობის ნაწილია, იქ შეიძლება, წყლულიც გაჩნდეს, ზედაპირი დაზიანდეს და ასევე რაღაც მომენტში ავთვისებიანმა დაავადებამაც იჩინოს თავი. ასევე, თუ ადამიანს უკვე აქვს წყლული, ძალიან ცხელი საკვებისა და სასმლის მიღების შემთხვევაში, ის შეიძლება, გართულდეს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights