ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
მთავარისამინისტრო„ამას რომ გაემართლებინა, რეალურად, საზოგადოებას ამდენი პრობლემა ამ მიმართულებით არ ექნებოდა“ -...

„ამას რომ გაემართლებინა, რეალურად, საზოგადოებას ამდენი პრობლემა ამ მიმართულებით არ ექნებოდა“ – მიხეილ სარჯველაძე ნარკოპოლიტიკის შესახებ

“დრომ აჩვენა, რომ ფაქტია, ლიბერალურმა მიდგომამ არ გაამართლა. ამას რომ გაემართლებინა, რეალურად, საზოგადოებას ამდენი პრობლემა ამ მიმართულებით არ ექნებოდა”, – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ხელისუფლების მიდგომის გამკაცრების შესახებ საუბრობს.

როგორც “ღამის კურიერის” ეთერში, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, შემსუბუქებულმა ნარკოპოლიტიკამ, შედეგად, ნარკომომხმარებელთა რაოდენობის და მათთვის ზიანის შემცირება არ მოიტანა.

„დრომ აჩვენა, რომ ფაქტია, ლიბერალურმა მიდგომამ არ გაამართლა. ამას რომ გაემართლებინა, რეალურად, საზოგადოებას ამდენი პრობლემა ამ მიმართულებით არ ექნებოდა. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ლიბერალური მიდგომის დანერგვის შემდეგ შემცირდა ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ან მაგალითად, შემცირდა ის ზიანი, რომელიც ზოგადად, ამის თანმდევია. ბევრს ლაპარაკობენ, რომ ლიბერალური მიდგომის გამართლებაა ზიანის შემცირება, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრ შემთხვევაში, ეს აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული.

ნებისმიერი ქვეყნიდან გარკვეულ იმპორტს ან როგორც ამას ეძახიან, იმპლანტების კეთებას მიდგომებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რომ ამას სჭირდება კარგად ანალიზი. ძალიან სახიფათოა ამ იმპლანტების კეთება, რეალურად, ამას შეიძლება მოჰყვეს ბევრი გაუთვალისწინებელი რამ, მათ შორის, საზოგადოება რამდენად არის მზად, რომ გარკვეული სიახლეები პირდაპირ, კალკირების შედეგად მიიღოს და ა.შ. ამას დიდი სიფრთხილე სჭირდება. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა, უცხოური გამოცდილება მხედველობაში მისაღებია, როგორც მკაცრი მიდგომების თვალსაზრისით, ისე ლიბერალური, მაგრამ, რასაკვირველია, ეს ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ამუშაო, სხვაგვარად, ის შედეგის მომტანი ვერ იქნება.

მე არ ვიცი, რა დააკლდა ან რა გაკეთდა უსწოროდ ლიბერალური მიდგომების პირობებში, იმიტომ, რომ არსებობს ზოგიერთი სახელმწიფოს გამოცდილება, რომელსაც ამ თვალსაზრისით აქვს დადებითი რეზულტატები, თუმცა ყველაფერს აქვს ორი მხარე. მე მგონია, რომ მათ შორის, ლიბერალური მიდგომის გამოყენების წარმატებულ შემთხვევებშიც კი, ძალიან დიდია ის ზიანი, რომელსაც შეიძლება საზოგადოება განიცდიდეს. არ შეიძლება ლიბერალური მიდგომა დავარქვათ იმას, რომ მაგალითად, ნარკოტიკი გახდეს არამც თუ ხელმისაწვდომი, რამედ ის გახდეს პრაქტიკულად ლეგალური ბრუნვის საგანი, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჯერ ერთი, ყველა საზოგადოება ერთნაირად არ რეაგირებს ასეთი ტრანსფორმაციების პირობებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს შემთხვევაში, უდავოდ აღმოჩნდა, რომ ამ ლიბერალურმა მიდგომამ გამოიწვია ავად მოხმარების შემთხვევების პრაქტიკის გაჩენა და დანერგვა”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

  სოკოს ნიშნები ადამიანის ორგანიზმში - რა არ უყვარს სოკოს?
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights