სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„ცუდი ხუმრობა გამოვიდა და ხალხმა ეს ვერ მიიღო ხუმრობად. გასაგებიც არის“ -ატმის...

„ცუდი ხუმრობა გამოვიდა და ხალხმა ეს ვერ მიიღო ხუმრობად. გასაგებიც არის“ -ატმის შეღებვის კადრების ავტორის პირველი კომენტარი

ატმის შეღებვის ვიდეოკადრების გამო, სურსხვასათის ეროვნულმა სააგენტომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. ოფიციალური განცხადების თანახმად, საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას.

კადრების ავტორი ირწმუნება, რომ ვიდეო მხოლოდ სოციალური ქსელისთვის გადაიღო და შეღებილი ხილი არასოდეს გაუყიდია. მასალა “ტიკ ტოკზე” ფერმერმა თავად ატვირთა, ის ვიდეოში მწიფე იერის მისაცემად ატამს საღებავს ასხამს.

ვიდეო კადრებში მონაწილე პირები გურჯაანის პოლიციამ უკვე გამოკითხა. ისინი ამბობენ, რომ ხილის რეალიზება მოსახლეობაში არ მომხდარა და კადრები მხოლოდ სოციალური ქსელისთვის გადაიღეს.

სოფელ ჩუმლაყში სახლის ტერიტორია, სადაც ხილს ასაწყობებდნენ, უკვე დალუქულია.

„დავასხით პულივიზატორი. საბოლოო ჯამში, ცუდი ხუმრობა გამოვიდა და ხალხმა ეს ვერ მიიღო ხუმრობად. გასაგებიც არის. ეს ხდებოდა სახლში, მე ვარ პატარა მეწარმე. მომყავს ცოტა რაოდენობა, რამდენიმე წელია ამ სფეროში ვარ“, – აცხადებს ვიდეოს ავტორი, გიორგი უტიაშვილი.

კომენტარი გააკეთა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, გიორგი მესხიშვილმა.

„მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში, სურსათის ეროვნული სააგენტო გამოცხადდა ადგილზე, აიღო ნიმუში, რომელიც გადაიგზავნება ლაბორატორიაში და ეცნობება საზოგადოებას მიღებული პასუხის შესახებ“, – აცხადებს გიორგი მესხიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ეს ცხრილი უნდა ნახოს ყველამ, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე“ - ნუტრიციოლოგი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights