პარასკევი, იანვარი 30, 2026
მთავარისამინისტრო„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია ქვეყანაში“-მიხეილ სარჯველაძე

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია ქვეყანაში“-მიხეილ სარჯველაძე

პარამედიკოსთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიხეილ სარჯველაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად, რუსთავის რაიონული სამსახურის პარამედიკოსებს შეხვდა და მათ პროფესიული დღე მიულოცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო პერსონალს, სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია ქვეყანაში. მისივე განმარტებით, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს ზრუნვას ცენტრის პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნასა და მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებაზე.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რუსთავის რაიონული სამსახურში, 94 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის – 20 პარამედიკოსი.
პარამედიკოსთა მომზადების პროექტი, ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2017 წლიდან დაიწყო და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  იცოდით?!.. კვების ჯანსაღი რეჟიმის დროსაც შეუთავსებელი პროდუქტები იწვევს იმუნიტეტის დასუსტებას - 13 მაგალითი, რომელსაც უნდა მოერიდოთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights