სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი"სახელმწიფო სრულად იღებს პასუხისმგებლობას ყველა ჩამნაცვლებელ თერაპიაზე, პროგრამა იქნება უფასო"-ზაზა ლომინაძე

“სახელმწიფო სრულად იღებს პასუხისმგებლობას ყველა ჩამნაცვლებელ თერაპიაზე, პროგრამა იქნება უფასო”-ზაზა ლომინაძე

ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრის ორი საკანონმდებლო ინიციატივა დღეს საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს.

საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ე.წ. მეთადონის პროგრამას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. მეორე ინიციატივა კი კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვას ეხება.

პარალელურად, კანონმდებლები დაჩქარებული წესით მიიღებენ “სისხლის სამართლის კოდექსში” იმ ცვლილებებსაც, რომელიც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, ყველა ჩამნაცვლებელი თერაპია, რომელზეც პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს, უფასო იქნება.

“სახელმწიფო სრულად იღებს პასუხისმგებლობას ყველა ჩამნაცვლებელ თერაპიაზე. ფინანსური გადახდა აღარ იქნება, ეს პროგრამა იქნება უფასო, დაახლოებით, 1000 ლარამდე უწევდათ, გააჩნია, რა დოზა იყო ჩანაცვლების თერაპიაში ბუპრენოფინის პროგრამაში, მათთვის ეს ახლა იქნება უფასო, მაგრამ ძალიან მკაცრი რეგულაციებით.

პარალელურად, ვებრძვით შემოტანას, რეალიზაციას, გადაზიდვას დამზადებას. ამ კანონის პარალელურად კანაფისა და მარიხუანას მიმართულებით გავამკაცრეთ კანონმდებლობა”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ვინ არის სასწრაფო დახმარების გმირი მძღოლი? - „შენობაზე გარედან რკინის კონსტრუქციით ავიდა და ფანჯრიდან ცეცხლის ალში გახვეულ შენობაში შევარდა და მოხუცები სიკვდილიგან იხსნა“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights