შაბათი, ივლისი 12, 2025
მთავარიშენი ექიმი„ადამიანები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ იმ მიმართულებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“-ზაზა ლომინაძე ნარკოპოლიტიკის...

„ადამიანები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ იმ მიმართულებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“-ზაზა ლომინაძე ნარკოპოლიტიკის შესახებ პრემიერის ინიციატივაზე

ეს კანონი მოემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, – განუცხადა „ქრონიკას“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ნარკოპოლიტიკის შესახებ პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ადამიანები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ იმ მიმართულებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

„დღევანდელმა მონაცემებმა გახადა საჭიროება იმის, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხელში მოხვდეს, რათა კონტროლი გამკაცრდეს იმისთვის, რომ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს ყველაფერ იმის, რაც მანამდე სახელმწიფომ გააკეთა ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით.

ეს კანონი მოემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ იმ მიმართულებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“, – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს ეხება, ბიუროს სხდომაზე ინიციირებულია. საკანონმდებლო ინიციატივების მიზანია, ქვეყანა ეფექტიანად ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციას.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ბევრი ჩვენგანისთვის ის ჯანსაღი ხემსია. ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ როგორი სასარგებლოა ეს თხილი და რამდენ დადებით თვისებას ატარებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights