პარასკევი, ივნისი 27, 2025
მთავარისიახლეები"პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" რეგიონულ აქტივობებს გეგმავს — ფოთსა და თეთრიწყაროში უფასო სკრინინგები...

“პინეო სამედიცინო ეკოსისტემა” რეგიონულ აქტივობებს გეგმავს — ფოთსა და თეთრიწყაროში უფასო სკრინინგები ჩატარდება / პაციენტთა საბჭოს ინიციატივა

2025 წლის 13 ივნისს “პინეო სამედიცინო ეკოსისტემის” მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, სადაც განხილვის მთავარი თემა რეგიონებში გასვლითი სამედიცინო ღონისძიებების დაგეგმვა იყო.

შეხვედრას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები, კლინიკის თანამშრომლები და პაციენტთა საბჭოების სამდივნოს თავმჯდომარე, იოსებ დემეტრაშვილი.

რეგიონის პაციენტებისთვის — უფასო კონსულტაციები და სკრინინგები

შეხვედრისას განხილულ იქნა რეგიონებში უფასო სამედიცინო კონსულტაციებისა და სკრინინგების ჩატარების ინიციატივა. გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება — ფოთი და თეთრიწყარო, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო სერვისები ადგილზე, დამატებითი ხარჯებისა და მგზავრობის გარეშე.

გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მომზადდება დეტალური გეგმა თითოეული ვიზიტისთვის, რაც ითვალისწინებს ადგილზე საჭირო რესურსების მობილიზებას და ადგილობრივი მოსახლეობის წინასწარ ინფორმირებას.

ორსულთა სკოლის ფორმატი და განვითარების ახალი ეტაპი

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ორსულთა სკოლის განვითარებაზე, რაც “პინეო სამედიცინო ეკოსისტემის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია. აღინიშნა, რომ ამ ფორმატის გამართულად ჩატარება უმნიშვნელოვანესია როგორც ორსულებისთვის, ისე მომავალი მშობლებისთვის.
საინტერესო ინიციატივით გამოვიდა პაციენტთა საბჭოს წევრი მარიამ სულეიმანაშვილი, რომელმაც მოხალისეობრივად გამოთქვა სურვილი, ჩაერთოს ორსულთა სკოლის დაგეგმვასა და ორგანიზებაში. ინიციატივას დაეთანხმა მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა და აღინიშნა, რომ მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა პროექტების დაგეგმვის პროცესში “პინეოს” ერთ-ერთი უპირატესობაა.

მომდევნო ნაბიჯები

შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რეგიონული ვიზიტებისთვის მომზადდეს დეტალური სამოქმედო გეგმა. ასევე, დაიწყება ორსულთა სკოლის გაფართოებული მოდელის შექმნა, რომელიც მეტი ოჯახის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

“პინეო სამედიცინო ეკოსისტემა” აგრძელებს პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერებას და გეგმავს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

 

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ,,ავერსმა" და ,,პსპმ" კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights