სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმითბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს

თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს

„თბილისის მერია, 1 სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დააფინანსებს“. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მედიკამენტის მისაღებად გაიცემა შესაბამისი მატერიალიზებული ვაუჩერი.

„აღნიშნული პროგრამის დაწყება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რაც ძვირადღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა – მერია, აღნიშნულ დაფინანსებას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოქალაქეს, ვინც საჭიროებს აღნიშნულ მედიკამენტს, მუნიციპალიტეტი შედის 80%-იანი თანადაფინანსებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად და სრულფასოვანი მედიკამენტური მკურნალობის ჩასატარებლად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.

„რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს.

მედიკამენტური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ხდებიან ქმედუნარიანები, შრომისუნარიანები, თავიდან აიცილებენ შემდგომ გართულებებს და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "სახელმწიფო სრულად იღებს პასუხისმგებლობას ყველა ჩამნაცვლებელ თერაპიაზე, პროგრამა იქნება უფასო"-ზაზა ლომინაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights