სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„2024 წელი საპენსიო სააგენტოს პორტფელებისთვის საკმაოდ კარგი წელი გამოდგა. სამივე პორტფელის ამონაგებმა...

„2024 წელი საპენსიო სააგენტოს პორტფელებისთვის საკმაოდ კარგი წელი გამოდგა. სამივე პორტფელის ამონაგებმა ორნიშნა ზრდას მიაღწია“-გიორგი ჭიჭინაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს 2024 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

მომხსენებელმა, საპენსიო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ საინვესტიციო და საოპერაციო საქმიანობის შესახებ ისაუბრა და კომიტეტის წევრებს ძირითადი სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

„2024 წელი საპენსიო სააგენტოს პორტფელებისთვის საკმაოდ კარგი წელი გამოდგა. სამივე პორტფელის ამონაგებმა ორნიშნა ზრდას მიაღწია. დინამიკურმა პორტფელმა გასული წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი გამოავლინა და წლიურმა ამონაგებმა 13.6% შეადგინა. დაბალანსებული პორტფელი ამავე პერიოდში 12.8%-ით გაიზარდა, ხოლო კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობამ, სადაც გლობალური აქციების წილი ყველაზე დაბალია, 11.6% შეადგინა, რაც ასევე საკმაოდ კარგი შედეგია“, – განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, 2024 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საპენსიო სააგენტოს ინტეგრაცია მსოფლიო ბანკის რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის პროგრამაში (RAMP), რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სააგენტოს სტრატეგიული აქტივების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესებაში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ობლიგაციებში ინვესტირება.

მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 8 363 პირზე გაცემულმა პენსიამ 40 მილიონ ლარამდე შეადგინა.

გიორგი ჭიჭინაძემ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ცვლილებების თანახმად, რომელიც 2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, შეიცვალა საპენსიო სააგენტოს დასახელება და სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი ეწოდა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights