პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარიშენი ექიმი„გამოკვლეულ ნიმუშებში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა“ - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეს საწარმოო...

„გამოკვლეულ ნიმუშებში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა“ – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა განახორციელა სახელმწიფო კონტროლი საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ (მისამართი; ქ. თბილისი, მტკვრის ქ. N1, ს/კ 405641907). ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემოწმებისას ინსპექტორებმა სალმონელაზე კვლევის მიზნით აიღეს 5 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა (SALMONELLA).

„შედეგად, საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

ამასთან, მიკვლევადობით დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125“-ს ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „ლოგონევროზი თანდაყოლილი პრობლემა არ გახლავთ. ეს დაავადება არ არის“-ლოგოპედი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights