ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
მთავარიშენი ექიმიაჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებით 100 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა

აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებით 100 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, 2024-2025 წლებში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, უმჯობესდება და ფართოვდება ჯანდაცვის პროგრამები, ასევე სამედიცინო სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა. 2024-2025 წლებში, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების მიმართულებით 90 946 ბენეფიციარს სხვადასხვა სახის სერვისი მიეწოდა“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

გაიზარდა როგორც სამედიცინო, ისე სოციალური პროგრამების მასშტაბი. დაიწყო ფილტვისა და გულის სარქვლის ტრანსპლანტაციების მხარდაჭერა. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება 10 710 000 ლარით განისაზღვრა.

ასევე, ყურადღება გამახვილდა სოციალური დაცვის კუთხით განხორციელებულ პროგრამებზე. რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 848 ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება. აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად ეკომიგრანტი ოჯახების დახმარება რჩება. ამ მიზნით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილია სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში 2025 წელს დაგეგმილია 150 საცხოვრებელი ფართის შეძენა. აჭარაში დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები – შენდება ახალი სამედიცინო დაწესებულებები და სასწრაფო დახმარების ცენტრების შენობები, რაც რეგიონში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს. მიმდინარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების შენობის მშენებლობა. ხულოს, შუახევის, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში უკვე დასრულებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრების ახალი შენობების მშენებლობა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ორგანული“ ყოველთვის სჯობს? — როდის არის ეს სიმართლე და როდის უბრალოდ მარკეტინგი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights